Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა შრომის შესახებმუხლი 18

მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 18. მეზღვაურის მიტოვება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:საზღვაო ეკიპაჟი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.მეზღვაური მიტოვებულად მიიჩნევა, თუ გემთმფლობელი მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების დარღვევით განახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ ქმედებას: ა) უარს განაცხადებს მეზღვაურის რეპატრიაციის ხარჯების დაფარვაზე; ბ) მეზღვაურს საჭირო საარსებო საშუალებებისა და მხარდაჭერის გარეშე დატოვებს; გ) სხვაგვარად, ცალმხრივად გაწყვეტს კავშირს მეზღვაურთან, მათ შორის, მისთვის მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის ზედიზედ 2 თვის განმავლობაში გადაუხდელობით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჭირო საარსებო საშუალებები მოიცავს: ა) სათანადო კვებას; ბ) ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს; გ) სათანადო ხარისხის სასმელი წყლის მარაგს; დ) გემზე ცხოვრებისთვის აუცილებელ საწვავს; ე) აუცილებელ სამედიცინო დახმარებას.

3.ამ კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გემის ფინანსური გარანტიების სისტემა უნდა იყოს გემთმფლობელის მიერ გაფორმებული, ხოლო შესაბამისი თანხა − დაზღვევის ფორმით გადახდილი/ანაზღაურებული. ამასთანავე, ფინანსური გარანტია: ა) ხელმისაწვდომი უნდა იყოს უშუალოდ მეზღვაურისთვის; ბ) სრულად უნდა ფარავდეს ხარჯებს; გ) უნდა აჩქარებდეს ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური დახმარების გაწევას.

4.თუ მოთხოვნის რომელიმე ნაწილის შეფასებას დრო სჭირდება, ამან მეზღვაურს ხელი არ უნდა შეუშალოს, მიიღოს ანაზღაურება მოთხოვნის იმ ნაწილისთვის, რომელიც დასაბუთებულად იქნა აღიარებული.

5.ფინანსური გარანტია საკმარისი უნდა იყოს შემდეგი საჭიროებებისთვის გაწეული ხარჯების დასაფარავად: ა) მეზღვაურისთვის გადაუხდელი არაუმეტეს 4 თვის ხელფასი და მისი კუთვნილი სხვა თანხა, რომელიც უნდა გადაუხადოს მას გემთმფლობელმა მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებისა და კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით; ბ) მეზღვაურის მიერ გონივრულად გაწეული ყველა ხარჯი, მათ შორის, ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რეპატრიაციის ხარჯები; გ) მეზღვაურის სასიცოცხლო საჭიროებისთვის გაწეული ხარჯები, მათ შორის: გ.ა) სათანადო საკვების ხარჯი; გ.ბ) ტანსაცმლის (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯი; გ.გ) საცხოვრებელი ადგილის ხარჯი; გ.დ) სასმელი წყლის ხარჯი; გ.ე) გემზე ცხოვრებისთვის აუცილებელი საწვავის ხარჯი; გ.ვ) აუცილებელი სამედიცინო დახმარების ხარჯი; გ.ზ) ნებისმიერი სხვა, გონივრულად გაწეული ხარჯი, რომლის გაწევის საჭიროებაც წარმოიშობა მეზღვაურის მიტოვების შემთხვევაში მის სახლში დაბრუნებამდე; გ.თ) შესაძლებლობის შემთხვევაში მეზღვაურისთვის ოჯახის წევრებთან კავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო ხარჯი.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რეპატრიაციის ხარჯები მოიცავს მეზღვაურის შესაბამისი საშუალებებითა და ფორმით, ჩვეულებრივ, საჰაერო გზით მგზავრობის, გემის დატოვებიდან სახლში დაბრუნებამდე პერიოდში საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის, აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევის, პირადი ნივთების ტრანსპორტირებისა და სხვა, გონივრულად გაწეულ ხარჯებს, რომელთა გაწევაც მეზღვაურის მიტოვებამ გამოიწვია.

7.500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ქართული გემი, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში ან მუდმივად ახორციელებს ნაოსნობას სხვა სახელმწიფოს წყლებში, უნდა იყოს დაზღვეული ან სხვა ფორმის ფინანსური ინსტრუმენტით უზრუნველყოფილი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს გემის შესახებ მონაცემებს, მათ შორის: ა) გემის დასახელება/სახელი; ბ) მიწერის ნავსადგური; გ) IMO-ს საიდენტიფიკაციო ნომერი და ამოსაცნობი ნიშანი; დ) ფინანსური გარანტიის გამცემის სახელი და მისამართი; ე) იმ პირთა საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მეზღვაურის მოთხოვნის განხილვისა და რეაგირებისთვის; ვ) გემთმფლობელის სახელი/სახელი და გვარი; ზ) ფინანსური გარანტიის მოქმედების ვადა; თ) ფინანსური გარანტიის გამცემის დადასტურება, რომ ეს ფინანსური გარანტია უპასუხებს კონვენციის A2.5.2 სტანდარტის მოთხოვნებს.

8.ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი/ასლები გემზე უნდა ინახებოდეს. იგი/ისინი განთავსებული უნდა იყოს ისეთ ადგილზე, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია გემზე მყოფი ყველა მეზღვაურისთვის.

9.ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ფინანსური გარანტია გაცემულია ერთზე მეტი პირის მიერ, ფინანსური გარანტიის გამცემმა ყველა პირმა უნდა წარადგინოს ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

10.ფინანსური გარანტიების სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ უზრუნველყოს შესაბამისი დახმარების სწრაფად გაწევა.

11.ფინანსური გარანტია ძალაში უნდა იყოს ფინანსური გარანტიის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში აღნიშნული ვადის გასვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფინანსური გარანტიის გამცემმა 30 დღით ადრე აცნობა სააგენტოს მისი მოქმედების დასრულების შესახებ.

12.ფინანსური გარანტიის გამცემმა, რომელმაც ამ მუხლის შესაბამისად დააკმაყოფილა მეზღვაურის მოთხოვნა, უნდა მიიღოს იმ თანხის ამოღების უფლება, რომლითაც მან გასწია ხარჯები მეზღვაურისთვის.

13.მზღვეველს ან ფინანსური გარანტიის გამცემს აქვს რეგრესის უფლება მესამე მხარის მიმართ. თავი VI ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო მომსახურება

წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო ეკიპაჟის უფლებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჯონსის აქტის სარჩელი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 16

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 17მეზღვაურის კომპენსაცია გემის დაღუპვის, დაკარგვის ან ჩაძირვის შემთხვევაში
  • 21სახელშეკრულებო ვალდებულებების ფინანსური გარანტიების დაფარვა
  • 16მეზღვაურის რეპატრიაცია

საზღვაო კოდექსი

  • 343—
  • 171—
  • 264—

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 66მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა
  • 36მეზღვაურის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი
  • 52სამედიცინო დაწესებულების შერჩევის გაუქმება და ანგარიშგება

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

  • 9ხელშეკრულება დახმარების შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 279გემის კაპიტნის მიერ განსაცდელში მიტოვება

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 15შეღავათის დაშვება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27993431712646636521516172118
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…საზღვაო-სამაშველო სამს…საქართველოს სისხლის სა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023