საზღვაო კოდექსი

მუხლი 279

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გემის, მისი მანქანებისა და აღჭურვილობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება საერთო ავარიის წესით ანაზღაურებას, განისაზღვრება: ა) გემის შეკეთების ან მისი ნაწილების შეცვლისას – შეკეთების ან შეცვლის ნამდვილი ღირებულებით; ბ) დანარჩენ შემთხვევაში – ღირებულების შემცირებით, რომელიც გამოწვეულია ასეთი დაზიანებით, მაგრამ არა უმეტეს შეკეთების შეფასებითი ღირებულებისა.

2.თუ თხუთმეტ წელზე მეტი ხნის გემზე ძველი მასალები ან ნაწილები იცვლება ახლით, – შეკეთების ღირებულებიდან, რომელიც საერთო ავარიად არის მიჩნეული, „ძველის ნაცვლად ახლისათვის“ ჩამოფასდება ერთი მესამედით.

3.გემის ნამდვილი ან სრული კონსტრუქციული დაღუპვის შემთხვევაში – საერთო ავარიის მიხედვით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს სხვაობას დაუზიანებელი გემის ღირებულებას გამოკლებული დაზიანების აღსადგენად საჭირო ღირებულება, რომელიც არ მიეკუთვნება საერთო ავარიას, – და დაზიანებული გემის ღირებულებას შორის, რომელიც შეიძლება იყოს განსაზღვრული გაყიდვიდან მიღებული წმინდა ამონაგებით, თუ გემი გაყიდულია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 ივნ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
294968114⁸280283271693692494717279
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…მეზღვაურთა შრომის შესა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ტერიტორიაზ…საზღვაო-სამაშველო სამს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა