საზღვაო კოდექსი

მუხლი 283

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთო ავარიის წესით საკონტრიბუციო შენატანები ხორციელდება ქონების წმინდა ღირებულებიდან რეისის დამთავრების მომენტისათვის, გარდა სატვირთო შენატანებისა, რომლებიც განისაზღვრება გადმოტვირთვის მომენტისათვის ტვირთის ღირებულებიდან ტვირთის მიმღების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ხოლო ანგარიშის უქონლობისას – წარმოების ადგილზე ტვირთის ფასის მიხედვით. გადმოტვირთვის მომენტის ღირებულებაში შედის დაზღვევისა და ფრახტის ღირებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფრახტი იმყოფება ტვირთისაგან განსხვავებული ინტერესების რისკზე. ასეთ პირობებში ტვირთის ღირებულებას აკლდება გადმოტვირთვის მომენტისათვის არსებული დანაკარგისა და დაზიანების ღირებულება.

2.გემის ღირებულება განისაზღვრება დიმაიზის ან ტაიმ-ჩარტერის დადებითი ან უარყოფითი ეფექტის გაუთვალისწინებლად.

3.გემის ღირებულებას ემატება თანხა, რომელიც ითვალისწინებს საერთო ავარიით შეწირული ქონების ანაზღაურებას, თუ იგი მანამდე არ იყო გათვალისწინებული. ამასთან, ფრახტის თანხას ან გადაზიდვის საფასურს, რომელიც გემთმფლობელის რისკზე იმყოფება, აკლდება ხელფასი და ეკიპაჟის შესანახი ხარჯი, რომელსაც არ გადაიხდიდნენ, თუ გემი და ტვირთი მთლიანად დაიღუპებოდა იმ პირობებში, რამაც გამოიწვია საერთო ავარია და იგი საერთო ავარიას არ მიაკუთვნეს.

4.ქონების ღირებულებას აკლდება ყველა დამატებითი ხარჯი, რომლებიც გაწეულ იქნა ამ ქონებაზე საერთო ავარიის შემდეგ, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც მიეკუთვნება საერთო ავარიას.

5.მგზავრთა ქონება და ბარგი, რომლებზეც კონოსამენტი არ იყო გაცემული, საერთო ავარიის შენატანებში არ შედის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 ივნ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34362722802792716926986931491488524283
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა