Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 36

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 36. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები, ანგარიშსწორება და მხარეთა პასუხისმგებლობა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საზღვაო გადაზიდვების სამართალისპორტსმენის წარმომადგენლობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას მისი დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები განისაზღვრება რკინიგზისა და სხვა სახეობის ტრანსპორტით ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის დადგენილი ვადების ერთობლიობის გათვალისწინებით და გამოითვლება ტრანსპორტის თითოეული სახეობისათვის ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადების გამოთვლის წესების შესაბამისად. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის საერთო ვადის დარღვევისას ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელმაც ეს ვადა დაარღვია.

2.ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს: ა) ტვირთის გამგზავნ სარკინიგზო სადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად; ბ) ტვირთის გადატვირთვის ან დანიშნულების ნავსადგურში –ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად.

3.ტვირთის პირდაპირი შერეული საზღვაო-სარკინიგზო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს: ა) ტვირთის გამგზავნ ნავსადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად; ბ) ტვირთის გადატვირთვის რკინიგზის სადგურში – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად.

4.ტვირთის გადაზიდვის საფასური შეიძლება გადაიხადოს ექსპედიტორმა, რომელიც ასრულებს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) დავალებას.

5.ნავსადგურში რკინიგზის ლოკომოტივით ვაგონის (კონტეინერის) მიწოდებისათვის (გამოყვანისათვის) გადაიხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული საფასური.

6.ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ტვირთის სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებიდან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებზე და პირიქით გადატვირთვის ნორმების შესრულების პარამეტრები ტვირთის სახეობის გათვალისწინებით შეიტანება სააღრიცხვო ბარათში. სააღრიცხვო ბარათის ფორმა და მისი შევსების მოთხოვნები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ .

7.ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი გადატვირთვის ნორმების დარღვევისათვის რკინიგზას (ნავსადგურს) ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის გადაზიდვის განაცხადის შეუსრულებლობის ანალოგიურად.

8.რკინიგზა (ნავსადგური) ტვირთის გადატვირთვის ნორმების დარღვევისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება: ა) დაუძლეველი ძალის მოქმედებისას, როდესაც აკრძალულია ან/და შეუძლებელია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა, აგრეთვე სატრანსპორტო საწარმოში (ორგანიზაციაში და ა.შ.) ავარიისას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტვირთის გადაზიდვის შეწყვეტის ან შეზღუდვის სხვა შემთხვევებში.

9.საზღვაო გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისას ნავსადგურისა და რკინიგზის პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება მათ შორის დადებული ერთობლივი შეთანხმებით.

10.ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით რკინიგზის სადგურში ან ნავსადგურის მისამართზე მისული ან დატვირთვა-გადმოტვირთვის (გადატვირთვის) სამუშაოების ჩატარების ადგილზე მიწოდებული ან ამ ადგილის გათავისუფლების მოლოდინში მდგარი ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას, აგრეთვე ამავე პირების მისამართზე მისული ვაგონის (კონტეინერის) გზად მდებარე რკინიგზის სადგურში დაყოვნებისას აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან რკინიგზას გადაუხადონ ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.

11.გადატვირთვის პუნქტში ტვირთგამგზავნის ( ტვირთმიმღების ) ან ექსპედიტორის მიზეზით ვაგონის ( კონტეინერის ) დაყოვნებისათვის , აგრეთვე სასაზღვრო საკონტროლო პოსტზე საბაჟო ორგანოსა და სასაზღვრო კონტროლის ორგანოების მიზეზით საექსპორტო და საიმპორტო ტვირთით დატვირთული ვაგონის ( კონტეინერის ) დაყოვნებისათვის ან სამგზავრო მატარებლის განრიგით გათვალისწინებული დგომის დროის გადამეტებისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 50- ე და 51- ე მუხლებით დადგენილი წესებით .

12.გადატვირთვის პუნქტში ტვირთის გადაცემამდე მისი დაუცველობისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ტვირთის გადამცემ მხარეს, ხოლო ტვირთის გადაცემის შემდეგ – მიმღებ მხარეს.

13.ნავსადგურის ტერიტორიაზე დატვირთული ან ცარიელი ვაგონის (კონტეინერის) დაცვას უზრუნველყოფს ნავსადგური.

14.გადატვირთვის პუნქტში გადასატვირთად მიწოდებული ვაგონიდან (კონტეინერიდან) ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მოხსნა და ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის განკუთვნილ ვაგონზე (კონტეინერზე) ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის დამონტაჟება (დაპლომბვა) წარმოებს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

15.სარკინიგზო და სხვა სახეობის ტრანსპორტის საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) ქონებრივი პასუხისმგებლობა პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის მიღებული ტვირთის დაუცველობისათვის განისაზღვრება შესაბამისი სახეობის ტრანსპორტის შესახებ მოქმედი წესებით. თუ ტვირთის დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის დადგინდა რკინიგზის ან ნავსადგურის ბრალეულობა, პასუხისმგებლობა შესაბამისად ეკისრება რკინიგზას ან ნავსადგურს. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4926 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. თავი V. მგზავრის გადაყვანა, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა

რედაქციების შედარება

1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას მისი დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები განისაზღვრება რკინიგზისა და სხვა სახეობის ტრანსპორტით ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის დადგენილი ვადების ერთობლიობის გათვალისწინებით და გამოითვლება ტრანსპორტის თითოეული სახეობისათვის ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადების გამოთვლის წესების შესაბამისად. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის საერთო ვადის დარღვევისას ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელმაც ეს ვადა დაარღვია. 2. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს: ა) ტვირთის გამგზავნ სარკინიგზო სადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად; ბ) ტვირთის გადატვირთვის ან დანიშნულების ნავსადგურში –ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად. 3. ტვირთის პირდაპირი შერეული საზღვაო-სარკინიგზო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს: ა) ტვირთის გამგზავნ ნავსადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად; ბ) ტვირთის გადატვირთვის რკინიგზის სადგურში – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად. 4. ტვირთის გადაზიდვის საფასური შეიძლება გადაიხადოს ექსპედიტორმა, რომელიც ასრულებს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) დავალებას. 5. ნავსადგურში რკინიგზის ლოკომოტივით ვაგონის (კონტეინერის) მიწოდებისათვის (გამოყვანისათვის) გადაიხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული საფასური .საფასური. 6. ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ტვირთის სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებიდან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებზე და პირიქით გადატვირთვის ნორმების შესრულების პარამეტრები ტვირთის სახეობის გათვალისწინებით შეიტანება სააღრიცხვო ბარათში. სააღრიცხვო ბარათის ფორმა და მისი შევსების მოთხოვნები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ .წესებით“. 7. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი გადატვირთვის ნორმების დარღვევისათვის რკინიგზას (ნავსადგურს) ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის გადაზიდვის განაცხადის შეუსრულებლობის ანალოგიურად. 8. რკინიგზა (ნავსადგური) ტვირთის გადატვირთვის ნორმების დარღვევისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება: ა) დაუძლეველი ძალის მოქმედებისას, როდესაც აკრძალულია ან/და შეუძლებელია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა, აგრეთვე სატრანსპორტო საწარმოში (ორგანიზაციაში და ა.შ.) ავარიისას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტვირთის გადაზიდვის შეწყვეტის ან შეზღუდვის სხვა შემთხვევებში. 9. საზღვაო გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისას ნავსადგურისა და რკინიგზის პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება მათ შორის დადებული ერთობლივი შეთანხმებით. 10. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით რკინიგზის სადგურში ან ნავსადგურის მისამართზე მისული ან დატვირთვა-გადმოტვირთვის (გადატვირთვის) სამუშაოების ჩატარების ადგილზე მიწოდებული ან ამ ადგილის გათავისუფლების მოლოდინში მდგარი ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას, აგრეთვე ამავე პირების მისამართზე მისული ვაგონის (კონტეინერის) გზად მდებარე რკინიგზის სადგურში დაყოვნებისას აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან რკინიგზას გადაუხადონ ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის. 11. გადატვირთვის პუნქტში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის, აგრეთვე სასაზღვრო საკონტროლო პოსტზე საგადასახადო ორგანოებისა და სასაზღვრო კონტროლის ორგანოების მიზეზით საექსპორტო და საიმპორტო ტვირთით დატვირთული ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის ან სამგზავრო მატარებლის განრიგით გათვალისწინებული დგომის დროის გადამეტებისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 12. გადატვირთვის პუნქტში ტვირთის გადაცემამდე მისი დაუცველობისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ტვირთის გადამცემ მხარეს, ხოლო ტვირთის გადაცემის შემდეგ – მიმღებ მხარეს. 13. ნავსადგურის ტერიტორიაზე დატვირთული ან ცარიელი ვაგონის (კონტეინერის) დაცვას უზრუნველყოფს ნავსადგური. 14. გადატვირთვის პუნქტში გადასატვირთად მიწოდებული ვაგონიდან (კონტეინერიდან) ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მოხსნა და ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის განკუთვნილ ვაგონზე (კონტეინერზე) ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის დამონტაჟება (დაპლომბვა) წარმოებს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად .შესაბამისად. 15. სარკინიგზო და სხვა სახეობის ტრანსპორტის საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) ქონებრივი პასუხისმგებლობა პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის მიღებული ტვირთის დაუცველობისათვის განისაზღვრება შესაბამისი სახეობის ტრანსპორტის შესახებ მოქმედი წესებით. თუ ტვირთის დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის დადგინდა რკინიგზის ან ნავსადგურის ბრალეულობა, პასუხისმგებლობა შესაბამისად ეკისრება რკინიგზას ან ნავსადგურს. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის   კანონი №3806 - სსმI,სსმ I, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 თავი VV. მგზავრის გადაყვანა, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა

წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 37

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტვირთის პრეტენზიები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გადაზიდვის დავასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №17

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 25ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა
  • 22ანგარიშსწორების წესი
  • 26ტვირთის გაცემა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 688ტვირთის მიტანის ვადის გადაცილება
  • 692ტვირთის ღირებულება ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისას
  • 689ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია

საზღვაო კოდექსი

  • 365—
  • 152—
  • 146—

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 69დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიღება
  • 70მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 71საქონლის განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვა/გადატანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5125222636515214668869268969707136
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026