საზღვაო კოდექსი

მუხლი 302

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გემიდან ზღვაში მავნე ნივთიერებების გაჟონვის ან ჩაშვების შედეგად ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანისათვის გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობა ერთი და იმავე მიზეზით გამოწვეულ ერთ და რამდენიმე შემთხვევასთან მიმართებით შემოიფარგლება საერთო თანხით გემის ტევადობის ყოველი ერთეულისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის 133 საანგარიშსწორებო ერთეულთან. ეს საერთო თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს 14 მლნ საანგარიშსწორებო ერთეულს.

2.გემის ტევადობა არის გემის წმინდა ტევადობას დამატებული სამანქანო განყოფილების მოცულობა. თუ გაზომვის ჩვეულებრივი წესებით შეუძლებელია გემის ტევადობის განსაზღვრა, მაშინ მიიჩნევენ, რომ გემის ტევადობა ტოლია ნავთობის ან სხვა ნივთიერების იმ რაოდენობის (ტონებში) 40 პროცენტისა, რომლის გადაზიდვაც გემს შეუძლია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 ივნ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2942932925758²114⁹114⁸3033402983042 (და…20302
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…მეზღვაურთა შრომის შესა…საქართველოს საზღვაო სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა