საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 114⁹. გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მფლობელის ან/და ამ გემის ოპერატორის მიერ გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2.შიდა ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მფლობელის ან/და ამ გემის ოპერატორის მიერ საქართველოს გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №553 · ძალაშია 12 ივლ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 12 ივლ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
293294290114¹²112114¹⁴30466383640¹17429114⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…მეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…საზღვაო კოდექსისაქართველოს სისხლის სა…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა