Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 304

საზღვაო კოდექსი

მუხლი 304

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:საზღვაო უსაფრთხოებასაერთაშორისო საზღვაოდაბინძურების კონტროლისაზღვაო გადაზიდვების სამართალისაზღვაო ეკიპაჟიპიროვნული დაზიანება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²234

1.გემის მესაკუთრემ, რომელსაც ტანკერით გადააქვს 2000 ტონაზე მეტი ნავთობი, დაბინძურებით მიყენებული ზიანისათვის თავისი პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს დაზღვევით, საბანკო ან სხვა გარანტიით.

1¹.საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი, რომლის საერთო ტევადობა 1 000 რეგისტრულ ტონას აღემატება, ვალდებულია საბუნკერო საწვავით დაბინძურებით გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევის უზრუნველსაყოფად იქონიოს შესაბამისი დაზღვევა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელსაც გემთმფლობელი წარუდგენს სააგენტოს. გემთმფლობელის პასუხისმგებლობის საზღვრები დგინდება ამ კოდექსის 340-ე მუხლის შესაბამისად.

1².გემთმფლობელის მიერ ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი დაზღვევის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენისა და მისი ოდენობის განსაზღვრისთვის გამოიყენება „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-7 მუხლით დადგენილი წესი.

2.ნავთობით დაბინძურების გამო ზიანის ანაზღაურებაზე სარჩელი შეიძლება წაუყენონ უშუალოდ გემთმფლობელის პასუხისმგებლობის მქონე მზღვეველს ან სხვა პირს, რომელიც უზრუნველყოფს გემთმფლობელის პასუხისმგებლობას. პირს, რომელსაც ასეთი სარჩელი წაუყენეს, ამ კოდექსის 302-ე და 303-ე მუხლებიდან გამომდინარე, უფლება აქვს შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა და შექმნას ფონდი, რომელიც თანხით თვით პასუხისმგებლობის ზღვრის ტოლია იმ შემთხვევაშიც კი, როცა გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობა, კოდექსის 337-ე მუხლიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს შეზღუდული. ასეთი სარჩელის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს შეედავოს დაზარალებულს იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც შეიძლება დაყრდნობოდა თვით გემის მესაკუთრე, გარდა გემთმფლობელის გადამხდელუუნარობისა და მისი საწარმოს ლიკვიდაციაზე დაყრდნობისა. მოპასუხე პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, აგრეთვე, თუ დაამტკიცებს, რომ ნავთობით ზღვის დაბინძურებისაგან მიყენებული ზიანი თვით გემის ეკიპაჟის შეგნებული ქმედების შედეგია. მოპასუხის მოთხოვნით გემის მესაკუთრე საქმის განხილვისას უნდა წარსდგეს, როგორც თანამოპასუხე.

3.სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე, თუ ის არ იყო მიყენებული განზრახ ქმედებით ან უმოქმედობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არ შეიძლება წაეყენოს: ა) მომსახურეებს და/ან მესაკუთრის აგენტებს ან ეკიპაჟის წევრებს; ბ) გემზე სამუშაოს შემსრულებელ ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის ეკიპაჟის წევრი; გ) დამფრახტველს, მათ შორის ბერბოუტ-ჩარტერით დამფრახტველს და გემის მმართველს, მათ მომსახურეებს და აგენტებს; დ) მაშველებს, მათ მომსახურეებს და აგენტებს, რომელთაც განახორციელეს სამაშველო სამუშაოები მესაკუთრის თანხმობით ან საზღვაო ხელისუფლების მითითებით.

4.მესაკუთრის უფლება რეგრესზე არ იზღუდება. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3569 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

რედაქციების შედარება

1. გემის მესაკუთრემ, რომელსაც ტანკერით გადააქვს 2000 ტონაზე მეტი ნავთობი, დაბინძურებით მიყენებული ზიანისათვის თავისი პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს დაზღვევით, საბანკო ან სხვა გარანტიით. [ 1 1 . საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი, რომლის საერთო ტევადობა 1 000 რეგისტრულ ტონას აღემატება, ვალდებულია საბუნკერო საწვავით დაბინძურებით გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევის უზრუნველსაყოფად იქონიოს შესაბამისი დაზღვევა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელსაც გემთმფლობელი წარუდგენს სააგენტოს. გემთმფლობელის პასუხისმგებლობის საზღვრები დგინდება ამ კოდექსის 340-ე მუხლის შესაბამისად. 1 2 . გემთმფლობელის მიერ ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი დაზღვევის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენისა და მისი ოდენობის განსაზღვრისთვის გამოიყენება „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-7 მუხლით დადგენილი წესი. (ამოქმედდეს 2019 წლის 18 იანვრიდან)] 2. ნავთობით დაბინძურების გამო ზიანის ანაზღაურებაზე სარჩელი შეიძლება წაუყენონ უშუალოდ გემთმფლობელის პასუხისმგებლობის მქონე მზღვეველს ან სხვა პირს, რომელიც უზრუნველყოფს გემთმფლობელის პასუხისმგებლობას. პირს, რომელსაც ასეთი სარჩელი წაუყენეს, ამ კოდექსის 302-ე და 303-ე მუხლებიდან გამომდინარე, უფლება აქვს შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა და შექმნას ფონდი, რომელიც თანხით თვით პასუხისმგებლობის ზღვრის ტოლია იმ შემთხვევაშიც კი, როცა გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობა, კოდექსის 337-ე მუხლიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს შეზღუდული. ასეთი სარჩელის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს შეედავოს დაზარალებულს იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც შეიძლება დაყრდნობოდა თვით გემის მესაკუთრე, გარდა გემთმფლობელის გადამხდელუუნარობისა და მისი საწარმოს ლიკვიდაციაზე დაყრდნობისა. მოპასუხე პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, აგრეთვე, თუ დაამტკიცებს, რომ ნავთობით ზღვის დაბინძურებისაგან მიყენებული ზიანი თვით გემის ეკიპაჟის შეგნებული ქმედების შედეგია. მოპასუხის მოთხოვნით გემის მესაკუთრე საქმის განხილვისას უნდა წარსდგეს, როგორც თანამოპასუხე. 3. სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე, თუ ის არ იყო მიყენებული განზრახ ქმედებით ან უმოქმედობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არ შეიძლება წაეყენოს: ა) მომსახურეებს და/ან მესაკუთრის აგენტებს ან ეკიპაჟის წევრებს; ბ) გემზე სამუშაოს შემსრულებელ ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის ეკიპაჟის წევრი; გ) დამფრახტველს, მათ შორის ბერბოუტ-ჩარტერით დამფრახტველს და გემის მმართველს, მათ მომსახურეებს და აგენტებს; დ) მაშველებს, მათ მომსახურეებს და აგენტებს, რომელთაც განახორციელეს სამაშველო სამუშაოები მესაკუთრის თანხმობით ან საზღვაო ხელისუფლების მითითებით. 4. მესაკუთრის უფლება რეგრესზე არ იზღუდება. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3569 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 18 იან. 2019· გამოქვეყნდა 20 ნოე. 2018
წინა მუხლი 303¹შემდეგი მუხლი 305

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტოქსიკური ზიანის სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავები ტვირთზე1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დოკერების სარჩელი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნავის ავარიები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №42

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2018-11-20
3
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 303მუხლი 337მუხლი 340მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

მუხლი 369მუხლი 305

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 305—
  • 298—
  • 302—

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114⁹გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა
  • 114⁸გემის ოპერირებასთან დაკავშირებული საზღვაო უსაფრთხოებისა და საზღვაო უშიშროების ცალკეული წესების დარღვევა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 20გემთმფლობელის პასუხისმგებლობა

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 53გემთმფლობელის ვალდებულებანი
  • 55მოვალეობების შესრულებასთან შესაბამისობა

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 57გემის მფლობელის პასუხისმგებლობა საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურებისათვის

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 18სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1000პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 45რკინიგზის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებათა გამოუყოფლობისათვის და ტვირთგამგზავნის პასუხისმგებლობა მიწოდებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამოუყენებლობისათვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
57114⁹3053033373407369298302100053551820304
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…მეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საზღვაო სი…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026