სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

მუხლი 12

რედაქცია №35კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს: ა) პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტს ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების მიხედვით; ბ) საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესს.

2.ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი ამტკიცებს დებულებებს: ა) სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ; ბ) სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ; გ) სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ; დ) სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ; ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ.

3.საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მოამზადონ და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინონ წინადადებები პრივატიზების პროცესში (1993 წლის 1 აპრილამდე) ანაბრების მფლობელთა მონაწილეობის მიზანშეწონილობისა და მექანიზმის თაობაზე.

4 .(ამოღებულია).

5.(ამოღებულია).

6.(ამოღებულია).

6¹.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2006 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „ სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ “, „ სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ “, „ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ “ და „ სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ “ დებულებების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა .

6².საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა – საკრებულოებმა უზრუნველყონ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება და ამ კანონის მოთხოვნებთან მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისობა.

6³.საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს „სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი.

7.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2008 წლის 15 ნოემბრამდე მოამზადოს ამ კანონის მე -2 მუხლის 4 2 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებისთვის აუცილებელი ნორმატიული აქტი – შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი , იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის გადაცემის ( დაბრუნების ) წესის შესახებ .

8.2010 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -10 მუხლის მე -3 პუნქტის „ ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე . საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1029-სსმI, №24, 01.08.2001წ., მუხ.102 საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41 საქართველოს 2005 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1954-სსმI, №46, 04.11.2005წ., მუხ.311 საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის  კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2008 წლის 7 ოქტომბრის კანონი №321-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.162 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2475-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.393 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2519-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.13

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 12 ივლ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 იან. 2010 – 2 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2009
  2. მე-12 მუხლში ამოღებულია მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები (პირდაპირი მიყიდვის სპეციალური წესები), ხოლო დაემატა 6² პუნქტი ნორმატიული აქტების მიღებისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულების შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 4 ნოე. 2005

    მე-12 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მცირე საწარმოებისთვის (100 ათას ლარამდე საბალანსო ღირებულებით) ადგენს დასაქმებულ პირებზე პირდაპირი მიყიდვის წესს, ფასის განსაზღვრის მეთოდს და ვადის გასვლის შემდეგ ზოგად წესზე გადასვლას.

  4. მე-12 მუხლს დაემატა 6¹ პუნქტი, რომელიც სამინისტროს ავალდებულებს ოთხი პრივატიზების დებულების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას 2006 წლის 1 ივლისამდე.

  5. · გამოქვეყნდა 14 აპრ. 2003

    მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში კოოპერატიული ბინათმშენებლობისა და „თბილტრანსის“ მძღოლების საკითხზე პრეზიდენტისთვის წინადადებების წარმდგენ ორგანოდ განისაზღვრა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.

  6. მე-12 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომელიც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ავალდებულებს პრეზიდენტისთვის წინადადებების წარდგენას პირდაპირი მიყიდვის შესახებ, და მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვით ამ საკითხს პრეზიდენტი წყვეტს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10213104746193¹108283112101412
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების პრი…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო ქონების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…მიწის მიზნობრივი დანიშ…