სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

მუხლი 12¹. სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების შეცვლა, საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის  დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლება

რედაქცია №35კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ქონების მყიდველები გათავისუფლდნენ ოქმით/ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის პერიოდულად წარდგენის ან/და გადაცემული ქონების დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2010 წლის 1 აპრილამდე დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან.

2.სახელმწიფო ქონების მყიდველებს უფლება აქვთ, ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/გადახედვის შესახებ მიმართონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივლისისა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობით, მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ან პრივატიზების ადრე არსებული ფორმით პრივატიზებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობებისა) შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ. თუ საკითხი შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობების შეცვლას/გადახედვას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იხილავს მყიდველის განცხადებას და შესაბამისი წინადადებით (სამართლებრივი აქტის პროექტი) საკითხს უგზავნის საქართველოს მთავრობას, რომელიც უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობების შეცვლის/გადახედვის შესახებ. სახელმწიფო ქონების საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობების შეცვლის/გადახედვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2878-სსმI, №18, 12.04.2010წ., მუხ.101 თავი V დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 12 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 12 აპრ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 31 დეკ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7492049²299127²163⁴163²32111212¹
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო შესყიდვების…