Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო ქონების შესახებმუხლი 46

სახელმწიფო ქონების შესახებ

მუხლი 46. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

რედაქცია №63 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹233¹4567

1.ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა) „დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ“ დებულება; ბ) ტყის მიწის ნაკვეთის შეძენის დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა; გ) მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის წესი; დ) სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები .

1¹.2011 წლის 1 იანვრამდე სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესი და პირობები.

2.სამინისტრომ 2011 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცება.

3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისა და ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწების იდენტიფიკაცია, შესაბამისი ნახაზების მომზადება და სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დადგენილების პროექტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.

3¹.საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საფასურის დადგენა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.

4.ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

5.2011 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა განახორციელოს განთავსებისათვის გადაცემული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

6.( ამოღებულია - 11.12.2014, №2878 ).

7.საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ბოლომდე უზრუნველყოს პრივატიზებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის ხელშემწყობი წესისა და პირობების დამტკიცება. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4957 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №352 – ვებგვერდი, 28.03.2013წ. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №43 · ძალაშია 9 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 45²შემდეგი მუხლი 47

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №63

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 47

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 47სახელმწიფო ქონების პრივატიზების, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის განცხადებით მიმართვისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე დაწყებული პროცედურის დასრულებისთვის განცხადებით მიმართვის დროებითი წესი
  • 36ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 96კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 12ტყის სტატუსის მინიჭება
  • 95კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 12
  • 2საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 28ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

  • 18გარდამავალი დებულებანი
  • 6სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 14გარდამავალი დებულებანი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 31ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
141861224736283196129546
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების შეს…საქართველოს ტყის კოდექ…სახელმწიფო ქონების პრი…აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო საკუთრებაში…სახელმწიფო საკუთრებაში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №63 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026