სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

მუხლი 6¹. სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე

რედაქცია №35კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.ამ მუხლით განსაზღვრული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესი ვრცელდება: ა) სახელმწიფო ქონებაზე; ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე.

3.სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს , განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე . საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო , მათ შორის , ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე .

4.სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება, თუ: ა) არსებობს ინვესტიციების განხორციელების პირობათა სიმრავლე; ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია.

5.ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით.

6.დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო , განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე .

7.კონკურენტული შერჩევის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო , განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა ქონების და შესაბამისი პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო - სახელმწიფოებრივი ან / და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას , რომელიც , როგორც წესი , არ შეიძლება იყოს 1 თვეზე ნაკლები . თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან / და საზოგადოებრივ ინტერესებს , საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარი უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით .

8.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო , განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ . გადაწყვეტილებას ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი .

9.კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებამდე ქონების საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს საბანკო გარანტია ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსოს საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5%. ქონების საპრივატიზებო პირობებში საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ამ მუხლში აღნიშნული საბანკო გარანტიის წარდგენა ან შესაბამის დეპოზიტზე თანხის განთავსება ხორციელდება ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას. საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) შემდეგ საბანკო გარანტიის ვადა, ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვრება ამ კანონის 7 2 მუხლით.

10.საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე.

11.ამ მუხლით გათვალისწინებული კონკურენტული შერჩევის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესი არ გამოიყენება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იმ უძრავი ნივთის მიმართ, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან/და ირიცხება მის ბალანსზე. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის  კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №204-სსმI, №15, 22.07.2008წ., მუხ.112 საქართველოს 2009 3 ნოემბრის კანონი №1942-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.247 საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2878-სსმI, №18, 12.04.2010წ., მუხ.101 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3165-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.209

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 12 ივლ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 3 აგვ. 2007 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 6¹ მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომლითაც კონკურენტული შერჩევით პირდაპირი მიყიდვის წესი არ ვრცელდება სარგებლობაში გადაცემულ აღნიშნულ ქონებაზე.

  2. · გამოქვეყნდა 22 ივლ. 2008

    6¹ მუხლის მე-3, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში კონკურენტული შერჩევის პროცედურის მთავარ ორგანოდ დასახელდა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო მთავრობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია მითითებული; მე-3 პუნქტი ორ წინადადებად გაიყო.

  3. დაემატა 6¹ მუხლი, რომელიც აწესრიგებს ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირ მიყიდვას: ვრცელდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე, გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით, ინტერესთა გამოხატვის ვადა, როგორც წესი, 1 თვეზე ნაკლები არ არის, ხოლო უზრუნველყოფა ქონების ან ინვესტიციის ღირებულების 5%-ია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37²6⁴10181258118¹118127¹145106¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების პრი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ქონების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…