Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებმუხლი 10

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 10. საქონლის ჩამორთმევა და განადგურება სამსახურის მიერ

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2024
თემები:მონაცემთა დამუშავებამოძრავი ქონების გამოთხოვამომხმარებელთა დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.თუ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან საქონლის შეჩერების ვადის განმავლობაში განმცხადებელი და საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი სამსახურს წარუდგენენ წერილობით შეთანხმებას, რომ საქონლის მფლობელი უარს აცხადებს შეჩერებულ საქონელზე, საქონელი (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ეგზემპლარისა) ნადგურდება განმცხადებლის ხარჯითა და პასუხისმგებლობით და სამსახურის ზედამხედველობით. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში სამსახურისათვის წერილობითი შეთანხმების წარდგენის ვადაა 3 სამუშაო დღე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების მიუღწევლობისას მხარეებს შორის დავა სასამართლო წესით განიხილება. ამ შემთხვევაში საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი (მათ შორის, საქონლის შეჩერების ხანგრძლივობა, მიყენებული ზიანის ოდენობა, უფლებების დარღვევის ფაქტის არსებობა) წყდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3.განმცხადებელი ან საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში სასამართლოსათვის სასარჩელო განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ვალდებულია სასამართლო განჩინება დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს.

4.თუ საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში არ შესრულდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები, სამსახური უზრუნველყოფს საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას.

5.სამსახურს უფლება აქვს, შეინახოს გასანადგურებელი საქონლის ეგზემპლარი ან/და მისი ამსახველი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია, რომელიც შემდგომ შეიძლება სასწავლო მიზნით იქნეს გამოყენებული.

6.გასანადგურებელი საქონელი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდისა და შეფუთვის მოცილების შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო მიზნით, მხოლოდ განმცხადებლის თანხმობით და იმ პირობით, რომ ეს საქონელი საფრთხეს არ შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დოკუმენტების განადგურება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ონლაინ ნაყიდი ნივთის დაბრუნების წესი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჩამორთმეული ქონების ტრანსპორტირება და შენახვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-02-21 · №3

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 5მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 4მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 9საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება
  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 102საქონლის განადგურება
  • 78საქონლის დროებით შენახვის დასრულება
  • 103საქონლის განკარგვის ღონისძიებები

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 7საქონლის მიწოდება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 281საქმის წარმოების შეჩერების ვადები
  • 184სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარება
  • 333მოსამართლის მოქმედება საბუთის ხელთმქონისაგან განცხადების მიღების შემდეგ

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 7ცვლილება საქონლის სპეციფიკაციაში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 689ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2811843336895641197102781037710
მითითებამნიშვნელობით ახლოსინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს საბაჟო კოდ…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს სამოქალაქო…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 21 თებ. 2024