საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 309²³. პირის დანიშვნის საკითხის განხილვის ზოგადი წესი

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის საკითხს სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა ამ თავით დადგენილი გამონაკლისებისა. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს ზეპირი მოსმენა განმცხადებლის (განმცხადებლების) და დასანიშნი პირის მონაწილეობით. ზეპირ მოსმენაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

2.სასამართლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის საკითხს განიხილავს 1 თვის ვადაში და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამ განჩინებაში მითითებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ დანიშნული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და მის მიერ დაკავებული თანამდებობა. რამდენიმე კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს იმ კანდიდატს, რომელიც დასაკავებელ თანამდებობას ყველაზე მეტად შეესაბამება.

3.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლის (განმცხადებლების) ან დასანიშნი პირის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განჩინებით დაადგინოს დანიშნული პირის გასამრჯელოს ოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი.

4.პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის დროს მისი პარტნიორის წილის სამართლიანი ფასის დასადგენად დამოუკიდებელი ექსპერტია დანიშნული. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №149 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 1 იან. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
311021³21⁸⁷21¹309²⁴309²²1622646241⁸43309²³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საჯარო სამსახურის შესა…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს შრომის კოდ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა