სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №58 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება გააკონტროლოს მხოლოდ მაკონტროლებელმა ორგანომ. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მეწარმის სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების წინადადებით სხვა სახელმწიფო ორგანომ შეიძლება მიმართოს მაკონტროლებელ ორგანოს ან სასამართლოს.

2.მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის, შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი) მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

2¹.ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი 3 “ ან „ი 4 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის დაწყების შემდეგ მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სასამართლოს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, შესაბამისი საფუძვლის მითითებით. სათანადო საკითხის მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 1 თავის შესაბამისად.

3.მოსამართლე ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით მეწარმის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ.

4.თუ მოსამართლე არ გასცემს ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, მეწარმის შემოწმება არ განხორციელდება. თუ მეწარმის შემოწმება უკვე დაწყებულია, მოსამართლის მიერ შემოწმების შესახებ ბრძანების გაცემაზე უარის თქმისას იგი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მეწარმეს უპირობოდ დაუბრუნდეს მაკონტროლებელი ორგანოსთვის, აგრეთვე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხა ან სხვა გადაცემული ქონება თუ დოკუმენტი. ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მეწარმეს მიეცემა სათანადო და სრული ანაზღაურება. მეწარმეს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს უკანონო შემოწმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5.კანონის და რღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს.

6.მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს მეწარმე მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს მოსამართლის ბრძანება.

7.ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3052 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.180 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6894 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3460 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №53 · ძალაშია 1 აგვ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 25 ივლ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 20 მაი. 2010

    მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ფორმულირება „გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა“ ჩაანაცვლა წინა ფორმულირებას. ჩამონათვალიდან ამოღებულია საწარმოში გარემოს დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
541221²21³21¹63336162494683
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამეწარმეო საქმიანობის…ჯანმრთელობის დაცვის შე…შრომის უსაფრთხოების შე…შრომის უსაფრთხოების შე…საქართველოს ადმინისტრა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №58 · ბოლოს შემოწმდა