საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 309²⁴. განცხადება პირის დანიშვნის შესახებ

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, აგრეთვე დასანიშნი პირის ვინაობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს ან/და სხვა მონაცემებს; გ) მითითებას განმცხადებლის (განმცხადებლების) უფლებამოსილებაზე, მიმართოს (მიმართონ) სასამართლოს პირის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნით; დ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას; ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას კონკრეტული პირის დანიშვნის შესახებ და ამ პირის მხარდაჭერის მიზეზებს; ვ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას; ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

2.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, დასანიშნი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი, ამ პირის წერილობითი თანხმობა და სათანადო წესით დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში.

3.სასამართლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის შესახებ განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მისი დასაშვებობის წინაპირობებს. თუ აღნიშნული განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს ან დარღვეულია სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №149 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 1 იან. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
897821⁸⁷16309²³309²⁷363¹⁵12804164311309²⁴
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ზოგადი ადმ…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს აღმასრულებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა