საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 309³⁴. განსჯადობა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება წარედგინება საქართველოს საერთო სასამართლოს, თუ მას აქვს უფლებამოსილება კეიპტაუნის კონვენციის 43-ე მუხლის შესაბამისად.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოს წარედგინება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მიუხედავად იმისა, დავის საგანზე სარჩელი განსახილველად წარედგინება საქართველოს საერთო სასამართლოს, კეიპტაუნის კონვენციის ხელშემკვრელი სხვა სახელმწიფოს სასამართლოს თუ არბიტრაჟს. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №178 · ძალაშია 1 აგვ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 1 აგვ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
467721¹¹⁴3121¹¹⁵23¹43309³⁶309³⁷309³⁸5¹8100309³⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…რეაბილიტაციისა და კრედ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს საპატენტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა