Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21¹¹⁵

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹¹⁵. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

რედაქცია №112 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:საერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლისაერთაშორისო არბიტრაჟი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ამ კოდექსის 21 114 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან 2 თვის ვადაში.

2.თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სარჩელის განხილვას არ აბრკოლებს.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების მხარისთვის ამ კოდექსის 21 118 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეიტანება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

5.(ამოღებულია - 25.06.2026, №1805) .

6.თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 21 116 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.

7.ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლო/თბილისის სააპელაციო სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად.

8.ამ კოდექსის 21 114 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო – ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია. თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს.

9.თუ ამ კოდექსის 21 114 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე მისაღები გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემულ უარყოფით დასკვნას ეფუძნება, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამ შემთხვევაში, თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.

10.ამ კოდექსის 21 114 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის ფარგლებში საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ამ კოდექსის 21 118 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №112 · ძალაშია 15 ოქტ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 1 ოქტ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21¹¹⁴შემდეგი მუხლი 21¹¹⁶

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • LCIA არბიტრაჟისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 1 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026
  • 4 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21¹¹⁴მუხლი 21¹¹⁶მუხლი 21¹¹⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა
  • 21¹¹⁶საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი
  • 21¹¹⁷საზღვრის პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 59სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და სასამართლო უწყების პირისთვის ჩაბარების წესი
  • 37საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები
  • 63პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 54საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება
  • 29საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები
  • 42საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერება, შეწყვეტა და განახლება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309³⁹კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანების გაუქმება
  • 363²⁴სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁴21¹¹⁶21¹¹⁸21¹¹⁷309³⁹363²⁴52¹54294259376321¹¹⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სამოქალაქო…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026