საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 309³³. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქმის გამარტივებული წესით განხილვის საფუძვლის − კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების მიზანი უნდა იყოს სასამართლოს მიერ კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მიმართ ამ კოდექსის 309 35 მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის ერთი ან რამდენიმე ღონისძიების გამოყენების თაობაზე ბრძანების მიღება.

2.კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დასახელებებს; გ) განმცხადებლის მოთხოვნას ამ კოდექსის  309 35 მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების (ღონისძიებების) კონკრეტული სახის (სახეების) გამოყენების შესახებ; დ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს; ე) კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის − კეიპტაუნის კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეფოლტის არსებობის მტკიცებულებას; ვ) კრედიტორის მიერ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების (ღონისძიებების) გამოყენების თაობაზე კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული მოვალის თანხმობას.

3.სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს კეიპტაუნის კონვენციის შესაბამისი დებულებებისა და ამ კოდექსით დადგენილი საპროცესო ნორმების დაცვით.

4.სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოს შეიძლება წარედგინოს კრედიტორის მიერ სარჩელის აღძვრამდეც. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №178 · ძალაშია 1 აგვ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 1 აგვ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 ივლ. 2026

    309³³ მუხლი ადგენს განცხადების მიზანს, შინაარსს, განხილვის 1 სამუშაო დღის ვადას და სარჩელამდე წარდგენის შესაძლებლობას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4691⁴309³⁵309³⁶309³⁹11309³⁷28²28¹198206675¹71309³³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საპატენტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა