Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიურიდიული დახმარების შესახებმუხლი 23¹

იურიდიული დახმარების შესახებ

მუხლი 23¹. იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის დროებითი წესები

რედაქცია №34 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ჰუმანიტარული სამართალიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობარისკების მართვაგანქორწინება და განშორება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადახდისუუნარო პირისთვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა), საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“, აგრეთვე აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს.

2.საბჭო უფლებამოსილია 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე დამატებით განსაზღვროს ის საკითხები, რომლებიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში და რომლებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პირის გადახდისუუნარობისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით.

3.თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში, ამ საქმესთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესითაა შესაძლებელი. საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში.

4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება ადმინისტრაციულ საქმეებზე (გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც უკავშირდება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს ან გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ან/და საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“) ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობაზე გავრცელდეს 2016 წლის 15 ივნისიდან.

5.ამ მუხლის მოქმედება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ საკითხებზე გავრცელდეს 2018 წლის 1 მარტიდან. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5103 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 22 თებერვლის კანონი №1971 – ვებგვერდი, 26.02.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3606 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

რედაქციების შედარება

1. გადახდისუუნარო პირისთვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა), საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“, აგრეთვე აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს. 2. საბჭო უფლებამოსილია 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე დამატებით განსაზღვროს ის საკითხები, რომლებიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში და რომლებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პირის გადახდისუუნარობისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით. 3. თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში, ამ საქმესთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესითაა შესაძლებელი. საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება ადმინისტრაციულ საქმეებზე (გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც უკავშირდება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს ან გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ან/და საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“) ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობაზე გავრცელდეს 2016 წლის 15 ივნისიდან. 5. ამ მუხლის მოქმედება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ საკითხებზე გავრცელდეს 2018 წლის 1 მარტიდან. საქართველოს  2014  წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5103 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს  2018  წლის 22 თებერვლის კანონი №1971 – ვებგვერდი, 26.02.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3606  – ვებგვერდი, 21.11.2018წ. მუხლი 23 2 . საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის დროებითი წესი 1. 2018 წელს ერთჯერადად საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 4 წლით, გარდა იურიდიული დახმარების ბიუროების მიერ შერჩეული წევრისა. 2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის პირველი წლის გასვლის შემდეგ, მათ მიერ შერჩეული 3-3 წევრიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და საქართველოს სახალხო დამცველმა წილისყრით შეარჩიონ საბჭოს ის წევრები, რომელთა უფლებამოსილების დარჩენილი ვადაც განისაზღვრება 1, 2 და 3 წლით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი წევრი არჩეულ იქნეს ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი ვადითა და წესით. 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ათვლა იწყება საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის განსაზღვრისთანავე. საქართველოს  2018  წლის 22 თებერვლის კანონი №1971 – ვებგვერდი, 26.02.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 21 ნოე. 2018
  2. 26 თებ. 2018
  3. 1 ივნ. 2016
  4. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2014
წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 23²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იურიდიული განცალკევება10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იურიდიული კონსულტაცია6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იურიდიული მხარდაჭერა საგანგებო სიტუაციების დროს6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგანგებო სიტუაციების სამართლებრივი მხარდაჭერასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №34

1
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2018-11-21
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 47

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 5იურიდიული დახმარების გაწევის პირობები
  • 4³იურიდიული დახმარებით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
  • 3იურიდიული დახმარების სახეები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 37გარდამავალი დებულებები

სოციალური დახმარების შესახებ

  • 26¹ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ლეგალიზაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 254კანონიერი წარმომადგენლები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 126¹გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1508¹ქმედუუნაროდ ცნობილი პირის სტატუსი
  • 1508³მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ვალდებულებები გარდამავალ პერიოდში

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 44იურიდიული დახმარების სამსახური

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 23—

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21²⁵(ამოღებულია)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²⁵54³326¹254471508¹1508³2344126¹3723¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…იურიდიული დახმარების შ…შეზღუდული შესაძლებლობი…სოციალური დახმარების შ…საქართველოს ადმინისტრა…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026