საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 309³⁵. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებები

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სასამართლო უფლებამოსილია ამ კოდექსის 309 33 მუხლით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მიმართ გამოიყენოს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიება. ეს ღონისძიება შეიძლება იყოს: ა) საავიაციო ობიექტის შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით; ბ) საავიაციო ობიექტის მფლობელობაში გადაცემა ან შესანახად გადაცემა ან მიბარება; გ) საავიაციო ობიექტის გადაადგილების აკრძალვა; დ) საავიაციო ობიექტის იჯარით გადაცემა ან საავიაციო ობიექტისა და მისგან მიღებული შემოსავლის მართვა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებებით; ე) საავიაციო ობიექტის გასხვისება და მისი გასხვისებით მიღებული შემოსავლის განაწილება, თუ ამაზე არსებობს შეთანხმება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრულ კრედიტორსა და მოვალეს შორის; ვ) საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.

2.კრედიტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების ერთი სახის მეორე სახით შეცვლა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოსთვის ხელახლა წარდგენით. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №178 · ძალაშია 1 აგვ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 1 აგვ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 ივლ. 2026

    309³⁵ მუხლი განსაზღვრავს დროებითი ღონისძიების ვადაში ჩამოთვლილ სახეებს და მათი შეცვლის უფლებას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
292309³³309³⁷309³²28²28¹9¹651035¹5857309³⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საჰაერო კო…აჭარის ავტონომიური რეს…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა