საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 363¹⁶. განცხადების წარმოებაში მიღება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში.

3.განცხადების სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად შეტანის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და განმცხადებელს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები. ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო განცხადებას წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს განმცხადებელს უბრუნებს.

4.განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №96 · ძალაშია 1 აპრ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 1 აპრ. 2015 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁴26²21²⁷363²⁰363⁴363⁵⁶363¹⁸128020⁶30041⁶37¹¹16363¹⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საბაჟო კოდ…კორუფციის წინააღმდეგ ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა