1.დაზარალებულს უფლება აქვს:
ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;
ბ) მიიღოს ინფორმაცია ამ კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების შესახებ;
გ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია;
გ
1
) ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს დაზარალებულის კომპენსაცია;
დ) უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;
ე) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
ვ) დაიბრუნოს გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული, მისი კუთვნილი ქონება;
ზ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;
თ) მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს;
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ასლის სახით) -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/1312 – ვებგვერდი, 22.12.2020წ.
ი) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება;
კ) წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს;
ლ) მიმართოს ბრალდების მხარეს ამ კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნით;
მ) მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ;
ნ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
1¹.სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11
1
მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 126
1
მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული გადახდისუუნარო პირი სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11
1
მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 126
1
მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც გადახდისუუნაროდ არ მიიჩნევა, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, იმავე კანონით დადგენილი წესით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისა და მასალების გაცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისას პროკურორი/გამომძიებელი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 56-ე მუხლის 5
1
ნაწილით დადგენილი წესით. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრისთანავე აცნობოს დაზარალებულს ამის შესახებ და, შესაბამისად, მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გააცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალები.
3.ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება.
დაზარალებულს უფლება აქვს, ეს დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 57-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობას)
-
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის
1 მაისის
კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/1312 – ვებგვერდი, 22.12.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1661 – ვებგვერდი, 01.07.2022წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაზარალებულს უფლება აქვს:ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;ბ) მიიღოს ინფორმაცია ამ კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების შესახებ;გ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია;გ1) ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს დაზარალებულის კომპენსაცია;დ) უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;ე) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;ვ) დაიბრუნოს გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული, მისი კუთვნილი ქონება;ზ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;თ) მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს;(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ასლის სახით) -საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/1312 – ვებგვერდი, 22.12.2020წ.ი) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება;კ) წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს;ლ) მიმართოს ბრალდების მხარეს ამ კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნით;მ) მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ;ნ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.11. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული გადახდისუუნარო პირი სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც გადახდისუუნაროდ არ მიიჩნევა, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, იმავე კანონით დადგენილი წესით.2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისა და მასალების გაცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისას პროკურორი/გამომძიებელი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51ნაწილით დადგენილი წესით. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრისთანავე აცნობოს დაზარალებულს ამის შესახებ და, შესაბამისად, მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გააცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალები.3. ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება.დაზარალებულს უფლება აქვს, ეს დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 57-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობას)-საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ.საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.საქართველოს 2014წლის 24ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.საქართველოს 2015 წლის1 მაისისკანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/1312 – ვებგვერდი, 22.12.2020წ.საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1661 – ვებგვერდი, 01.07.2022წ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ.საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №171 · ძალაშია 5 სექ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ქალთა მიმართ ძალადობის…იურიდიული დახმარების შ…პენიტენციური კოდექსი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა