Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 70

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 70. ინფორმაცია და კონსულტაცია

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:სპეციალური განათლებაადამიანის უფლებათა სამართალისაგანმანათლებლო ტექნოლოგიებიბავშვთან დაკავშირებული საკითხებიმედია შესაბამისობაშვილად აყვანა და სუროგაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სახელმწიფო ახორციელებს ყველა შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით − ბავშვისა და მისი ოჯახისთვის, ბავშვის უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2.მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია ბავშვს მისი განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით მიაწოდოს ინფორმაცია და რჩევა-დარიგებები ბავშვის უფლებების, ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაცვის საშუალებებისა და სხვათა უფლებების პატივისცემის შესახებ.

3.სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების სისტემებში და ალტერნატიული ზრუნვის ყველა მომსახურების მიწოდებისას ბავშვმა უნდა მიიღოს ინფორმაცია საკუთარი უფლებების, ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში არსებული კონფიდენციალური კონსულტაციის, მხარდაჭერისა და გასაჩივრების პროცედურებისა და მექანიზმების და სხვათა უფლებების პატივისცემის შესახებ.

4.სისხლის, ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართლის საკითხებზე მართლმსაჯულების სისტემასთან ბავშვის პირველივე კონტაქტისას უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ბავშვს მიაწოდოს ინფორმაცია მართლმსაჯულების პროცესის, მასში ბავშვის მონაწილეობის, მხარდაჭერისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ა) ბავშვის უფლებები და როლი სასამართლო ან ადმინისტრაციულ პროცესში; ბ) მხარდაჭერის მექანიზმები პროცესში მონაწილეობისთვის; გ) პროცესის შესაძლო შედეგები; დ) პროცესის ადგილი და თარიღი − როდესაც ბავშვი პროცესის უშუალო მონაწილეა; ე) გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმები; ვ) დამრღვევისგან ან სახელმწიფოსგან სასამართლოს მეშვეობით ან სხვა, ალტერნატიული გზით ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა; ზ) დამხმარე სერვისების (ჯანმრთელობის დაცვის სერვისი, ფსიქოსოციალური დახმარების სერვისი, თარჯიმნის მომსახურება და სხვა) ან სასწრაფო ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა.

5.ბავშვს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და კონსულტაცია უნდა გაეწიოს კულტურული მგრძნობიარობის გათვალისწინებით, მისი ასაკის, სქესისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, მისთვის გასაგები ენით ან/და კომუნიკაციის სხვა, დამხმარე საშუალებებით.

6.საქართველოს სახალხო დამცველი ახორციელებს საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ბავშვის, განსაკუთრებით − სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის, უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

წინა მუხლი 69შემდეგი მუხლი 71

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სუროგაციასთან დაკავშირებული დავები10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სუროგაციის ხელშეკრულებები10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შვილთან ურთიერთობის უფლება10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იურიდიული კონსულტაცია6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 83

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 15ბავშვის მიერ ინფორმაციის მიღების უფლება
  • 79ბავშვის უფლება იურიდიულ დახმარებაზე
  • 13ბავშვის უფლება მართლმსაჯულებაზე

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 17დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 3—
  • 27—
  • 9—

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 7შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 85ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევის მოვალეობა

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ

  • 5—

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 24—

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 16კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაციის მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
585832432791715791371670
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…ბავშვის უფლებათა კოდექ…ადრეული და სკოლამდელი …კონვენცია ბავშვის უფლე…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025