საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 3 (დანართი 1). სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების განსაზღვრა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო კონტროლის მიზანია: ა) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დადგენილი ნორმების/წესების შესრულების უზრუნველყოფა.

2.სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით: ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ნებაყოფლობითი შესრულების ხელშეწყობით, რეგულირების ობიექტის ინფორმირებისა და სხვა ხელშემწყობი პირობების შექმნის გზით; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის განხორციელებით; გ) ინსპექტირების განხორციელებით; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული ზომების გატარებით; ე) რეგულირების ობიექტის საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობისას დადგენილი წესით უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებში გადაცემით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11572862612626²594 (და…6 (და…5 (და…3 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…გარემოს დაცვის შესახებცხოველთა სამყაროს შესა…საჯარო სამართლის იურიდ…სურსათის/ცხოველის საკვ…სახელმწიფო შიდა ფინანს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა