საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 31. სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მონიტორინგის განხორციელება; გ) ამ კანონის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება; დ) არაგადამდები დაავადებების სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; ე) ბიოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა; ვ) ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრა; ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოლიტიკის განსაზღვრა; თ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცება; ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.

2.სამინისტრო განსაზღვრავს: ა) იმ გადამდები დაავადებების ჩამონათვალს, რომელთა მატარებლობაზე ეჭვის შემთხვევაში ეპიდჩვენების დროს ფიზიკური პირი ვალდებულია ჩაიტაროს სათანადო სამედიცინო შემოწმება; ბ) შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ნორმებს; გ) გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების პრევენციის, მართვისა და აღკვეთის ღონისძიებებსა და მეთოდებს.

3.საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) ნორმატიული აქტით სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების წესების განსაზღვრა; ბ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დადგენა; გ) იმ ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დადგენა, რომელთა გამოყენებაც დაუშვებელია საყოფაცხოვრებო, პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის, სინთეზური ნედლეულისა და მასალების წარმოებაში; დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით სპეციალიზებული (დიეტური, დიაბეტური, ფორტიფიცირებული) სურსათის, აგრეთვე ბავშვთა (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტების უვნებლობის ნორმებისა და ეტიკეტირების წესების დადგენა; ე) განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებისა და ნორმების, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ვ) შრომის უსაფრთხოების ნორმების დადგენა; ზ) პროფესიულ დაავადებათა ნუსხის და ამ დაავადებათა პროფილაქტიკის წესების დადგენა.

4.სამინისტრო ახორციელებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ზედამხედველობასა და მონიტორინგს.

5.სამინისტრო ახორციელებს მონიტორინგს ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4631 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მონიტორინგის განხორციელება; გ) ამ კანონის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება; დ) არაგადამდები დაავადებების სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; ე) ბიოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა; ვ) ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრა; ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოლიტიკის განსაზღვრა; თ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცება; ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. 2. სამინისტრო განსაზღვრავს: ა) იმ გადამდები დაავადებების ჩამონათვალს, რომელთა მატარებლობაზე ეჭვის შემთხვევაში ეპიდჩვენების დროს ფიზიკური პირი ვალდებულია ჩაიტაროს სათანადო სამედიცინო შემოწმება; ბ) შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ნორმებს; გ) გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების პრევენციის, მართვისა და აღკვეთის ღონისძიებებსა და მეთოდებს. 3. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) ნორმატიული აქტით სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების წესების განსაზღვრა; ბ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დადგენა; გ) იმ ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დადგენა, რომელთა გამოყენებაც დაუშვებელია საყოფაცხოვრებო, პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის, სინთეზური ნედლეულისა და მასალების წარმოებაში; დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით სპეციალიზებული (დიეტური, დიაბეტური, ფორტიფიცირებული) სურსათის, აგრეთვე ბავშვთა (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტების უვნებლობის ნორმებისა და ეტიკეტირების წესების დადგენა; ე) განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებისა და ნორმების, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ვ) შრომის უსაფრთხოების ნორმების დადგენა; ზ) პროფესიულ დაავადებათა ნუსხის და ამ დაავადებათა პროფილაქტიკის წესების დადგენა. 4. სამინისტრო ახორციელებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ზედამხედველობასა და მონიტორინგს. 5. სამინისტრო ახორციელებს მონიტორინგს ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4631 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 1 იან. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 სექ. 2016 – 1 იან. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 14 დეკ. 2017
  2. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015

    31-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით სამინისტრო ასრულებს ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ კანონით მისთვის განსაზღვრულ ფუნქციებს.

  3. 31-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი გაიდლაინის დამტკიცების შესახებ. მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით სამინისტრო განსაკუთრებით საშიში პათოგენების წესებს, ნორმებსა და მეთოდებს შეიმუშავებს და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32363485³16413206671831
მნიშვნელობით ახლოსსაზოგადოებრივი ჯანმრთე…ჯანმრთელობის დაცვის შე…ტუბერკულოზის კონტროლის…გარემოს დაცვის შესახებნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს ტყის კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა