თამასუქის შესახებ

მუხლი 38. პროტესტი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 დეკ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თამასუქის გადახდაზე უარი დადასტურებული უნდა იქნეს ოფიციალური ოქმით (აქცეპტებასა ან გადახდაზე უარის პროტესტით).

2.თამასუქის აქცეპტებაზე უარის შემთხვევაში პროტესტი უნდა გაფორმდეს არა უგვიანეს თამასუქის სააქცეპტოდ წარდგენის ვადის მეორე დღეს.

3.გადაუხდელ თამასუქზე, რომელიც გამოწერილი იყო გადასახდელად განსაზღვრულ დღეს ან მისი გაცემის ან წარდგენის დღიდან განსაზღვრული დროის მონაკვეთში გადასახდელად, პროტესტი უნდა გაფორმდეს გადახდის ვადის გასვლიდან მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში. თუ გადახდილი თამასუქი არ იყო ვადით „წარდგენისთანავე“, პროტესტი უნდა გაფორმდეს ამ მუხლის მეორე ნაწილით დადგენილ ვადაში.

4.აქცეპტებაზე უარის გამო პროტესტის განცხადების შემთხვევაში არაა სავალდებულო არც თამასუქის წარდგენა გადასახდელად, არც პროტესტის წარდგენა გადაუხდელობის გამო.

5.როდესაც გადამხდელი, მიუხედავად იმისა, აქცეპტება გაუკეთა თუ არა მან თამასუქს, შეწყვეტს გადახდას, ან როდესაც იძულებითი გადახდევინებისათვის მიქცევა უშედეგო იყო, თამასუქის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით მხოლოდ გადამხდელისათვის თამასუქის გადასახდელად წარდგენისა და პროტესტის გაფორმების შემდეგ.

6.თუ გადამხდელი გადახდისუუნაროდაა ცნობილი, იმისდა მიუხედავად, აქცეპტება გაუკეთა თუ არა მან თამასუქს, თამასუქის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით მხოლოდ გადამხდელის გადახდისუუნაროდ ცნობის თაობაზე სასამართლოს განჩინების წარმოდგენის შემდეგ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27829453314032394471293494838
მნიშვნელობით ახლოსთამასუქის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…ჩეკის შესახებპროკურატურის შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა