ჩეკის შესახებ

მუხლი 39. დაბრკოლება ჩეკის წარდგენის ან პროტესტის გაფორმებისას

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 20 მარ. 2015

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ დაუძლეველი დაბრკოლების გამო (რომელიმე სახელმწიფოს კანონი ან სტიქიური უბედურება) შეუძლებელი იყო დადგენილ ვადაში წარდგენილიყო ჩეკი ან გაფორმებულიყო პროტესტი ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება‚ მაშინ დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს.

2.ჩეკის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს თავის ინდოსანტს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული დაბრკოლების შესახებ და აღნიშნოს იგი ჩეკში ან მის დანართში‚ მიუთითოს თარიღი და ხელი მოაწეროს. შემდგომი მოქმედება ხორციელდება ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

3.დაუძლეველი ძალის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ჩეკის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს ჩეკი გასანაღდებლად და თუ საჭირო იქნება გააფორმოს პროტესტი ან განახორციელოს სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება.

4.თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გრძელდება თოთხმეტ დღეზე მეტ ხანს იმ დღიდან‚ როცა თვითონ ჩეკის მფლობელმა წარდგენის ვადის გასვლამდე აცნობა თავის ინდოსანტს ამ დაბრკოლების შესახებ‚ სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს მაშინაც‚ თუ პროტესტი ან თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება არ იყო გაფორმებული.

5.დაუძლეველ ძალად არ ითვლება გარემოებები‚ რომლებიც ეხება პირადად ჩეკის მფლობელს ან იმ პირებს‚ რომლებსაც მან მიანდო ჩეკის წარდგენა ან პროტესტის განცხადება ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების განხორციელება. თავი VII ჩეკის ეგზემპლარების შესახებ

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
83366359473840333244174714939
მითითებამნიშვნელობით ახლოსჩეკის შესახებთამასუქის შესახებპროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…სანოტარო მოქმედებათა შ…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა