Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 293

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 293. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:შერწყმა-შეძენის გადასახადებიტრანსფერული ფასწარმოქმნასაგადასახადო დაგეგმვატრანსსასაზღვრო გადასახადებიშერწყმა და შეძენასპორტსმენის წარმომადგენლობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია: ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე; ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

2.საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.

3.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.

4.საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაწილობრივ ან სრულად გაუქმების/არგამოყენების შესახებ.

5.საგადასახადო შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება მცირდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6.საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

7.საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია შესაბამის საგადასახადო პერიოდზე დეკლარაციით დარიცხული თანხის შემცირება შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენით.

8.საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია: ა) მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის/სანქციის დარიცხვა, გარდა იმ პირთან დაკავშირებული საგადასახადო პერიოდისა ან საკითხისა, რომელიც გადასახადის გადამხდელს მასთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შეერწყა; ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ დავის დაწყება ან განახლება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

9.საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში უქმდება საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელის ამ შეთანხმების შედეგად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები.

10.საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №420 6 - ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6212 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №123 · ძალაშია 1 იან. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2016 – 1 იან. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017

    293-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში პერიოდი დაკონკრეტდა როგორც საგადასახადო პერიოდი და დაემატა გამონაკლისი გადამხდელთან შეთანხმების შემდეგ შერწყმული პირის პერიოდისა და საკითხის მიმართ.

  2. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    ახლებურად ჩამოყალიბდა მე-6–მე-10 ნაწილები: შეთანხმების შეუსრულებლობის შედეგად გაუქმება და 10-პროცენტიანი ჯარიმა, შესწორებული დეკლარაციით შემცირების აკრძალვა, გადამოწმებისა და დავის შეზღუდვები და გაუქმების შედეგები. წინა დეტალური ნორმების ნაცვლად გაფორმების წესი მთავრობის დადგენილებას მიეკუთვნა.

  3. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    6¹ და მე-7 პუნქტებში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ჩანაცვლდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით: მთავრობის გადაწყვეტილება ახლა საგადასახადო შეთანხმების გაფორმების საფუძველია და მთავრობა ადგენს შესრულების ვადას.

  4. 29 მაი. 2012

    293-ე მუხლის მე-15 ნაწილში 61-ე მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციად განუხილველობის წესი გავრცელდა მე-6 ნაწილთან ერთად 6¹ ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებაზეც, ხოლო განცხადების აღწერიდან ამოღებულია სიტყვა „არადეკლარირებული“.

  5. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    11 პუნქტში აღიარების ობიექტად დავალიანების ნაცვლად გადასახადის ან/და სანქციის თანხა დასახელდა, ხოლო 12 პუნქტში შემცირების შეთანხმება აღწერილია როგორც გადასახადების ან/და სანქციების შემცირების შეთანხმება.

  6. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    293-ე მუხლის 1³ ნაწილში დაზუსტდა, რომ შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ ამავე პერიოდებზე დამატებითი დარიცხვა აკრძალულია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოსთვის, და შეიცვალა ფორმულირება სანქციებთან დაკავშირებით.

  7. 14 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    293-ე მუხლში გადავადებისთვის დაემატა სარგებლის განაკვეთის განსაზღვრა, უზრუნველყოფის საშუალება, 13¹ ნაწილის სპეციალური წესები და მთავრობის დადგენილებით გადავადების კრიტერიუმების განსაზღვრა.

  8. 1 ივნ. 2011

    293-ე მუხლს დაემატა მე-13 ნაწილი, რომელიც კრძალავს დამატებით დარიცხვას შეთანხმების გაფორმების შემდეგ დარიცხვის საფუძვლებში მითითებულ პერიოდსა და გადასახადის სახეებზე; ასევე დაემატა მე-14 და მე-15 ნაწილები.

  9. 10 მარ. 2011

    293 მუხლის მე-11 პუნქტში შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება ეხება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების მიზანშეწონილობას; მეორე ცვლილება სტილისტურია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 292შემდეგი მუხლი 294

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • M&A საგადასახადო დაგეგმვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავები ტრანსფერულ ფასწარმოქმნაზესერვისის გვერდი
  • საგადასახადო შეთანხმებების გამოყენებასერვისის გვერდი
  • სატრანსფერო ხელშეკრულებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 9 ცვლილება · ბოლო 13 ივლ. 2017
  • 16 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 294საგადასახადო შეთანხმების ფორმა
  • 292საგადასახადო შეთანხმების არსი
  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17² (დანართი 1)საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა
  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა
  • 17¹ (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 25საგადახდო დავალების უარყოფა
  • 24საგადახდო დავალების მიღება
  • 23საგადახდო დავალება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 17განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶18²2942924317² (…17 (დ…17¹ (…25242317293
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბიუჯეტო …საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026