თამასუქის შესახებ

მუხლი 39. ინფორმირება აქცეპტების ან გადაუხდელობის შემთხვევაში

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 დეკ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თამასუქის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს თავის უშუალო ინდოსანტს და თამასუქის გამცემს თამასუქის აქცეპტებასა ან გადახდაზე უარის შესახებ პროტესტის გაცხადების შემდეგ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო თამასუქში წარწერის „დაბრუნდეს ხარჯების გარეშე“ არსებობისას – თამასუქის წარდგენის დღიდან იმავე ვადის განმავლობაში.

2.თითოეული ინდოსანტი შეტყობინების მიღებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ თავის ინდოსატს, იმათი დასახელებისა (გვარი) და მისამართების მითითებით, ვინც ასეთი შეტყობინება უკვე გამოაგზავნა და ასე შემდეგ, ვიდრე ამის შესახებ ეცნობება თამასუქის გამცემს. მითითებული ვადა გამოიანგარიშება შეტყობინების მიღების მომენტიდან.

3.ამ მუხლის I ნაწილით დადგენილ ვადაში თამასუქის გამცემისათვის შეტყობინების შემთხვევაში იმავე ვადაში უნდა ეცნობოს მის თავდებს.

4.თუ რომელიმე ინდოსანტმა არ მიუთითა თავისი მისამართი ან გაურკვევლად ჩაწერა იგი, მაშინ საკმარისია შეტყობინება გაეგზავნოს მასზე ზემოთ ხელმომწერ ინდოსატს.

5.შეტყობინება შეიძლება ნებისმიერი დაფიქსირებული ფორმით, მათ შორის თამასუქის ჩვეულებრივი დაბრუნების გზით. შეტყობინებისათვის უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან ეს დროულად გააკეთა. ითვლება, რომ ვადა არაა დარღვეული, თუ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი ფოსტას ჩაბარდა დადგენილ ვადაში.

6.პირი, რომელმაც ვერ გააგზავნა შეტყობინება ამ მუხლით დადგენილ ვადაში, თავის უფლებებს არ კარგავს. იგი პასუხს აგებს იმ ზარალისათვის, რაც მისი დაუდევრობის შედეგად წარმოიშვება, მაგრამ ზარალის ანაზღაურების თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს თამასუქის თანხას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5815018447483818336893¹24432939
მითითებამნიშვნელობით ახლოსთამასუქის შესახებბუნებრივი გაზის მიწოდე…ჩეკის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსიხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა