თამასუქის შესახებ

მუხლი 47. დაუძლეველი ძალა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 დეკ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.იმ შემთხვევაში, როდესაც დაუძლეველი ძალის გამო შეუძლებელი იყო თამასუქის წარდგენა გადასახდელად დადგენილ ვადაში ან პროტესტის გასაფორმებლად, მაშინ ამისათვის განსაზღვრული ვადა გაგრძელდება.

2.თამასუქის მფლობელმა უნდა აცნობოს ამ დაბრკოლებათა შესახებ თავის ინდოსანტს და თამასუქში ან მის დანართში აღნიშნოს ინდოსამენტისათვის შეტყობინება, მიუთითოს თარიღი და ხელი მოაწეროს. სხვა შემთხვევებში გამოიყენება 39-ე მუხლში მითითებული წესები.

3.ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ დაბრკოლებათა შეწყვეტის შემთხვევაში მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს თამასუქი სააქცეპტოდ ან გასანაღდებლად და საჭიროებისამებრ წარადგინოს პროტესტი.

4.თუ ზემოთ აღნიშნული გარემოებები გაგრძელდება გადახდის ვადის შემდეგ კიდევ ოცდაათ დღეზე მეტ ხანს, სარჩელი შეიძლება აღიძრას თამასუქის გადასახდელად წარდგენისა და პროტესტის გარეშე.

5.იმ თამასუქების ოცდაათდღიან ვადას, რომლებიც უნდა გადაიხადონ „წარდგენისთანავე“ ან წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში, გამოიანგარიშებს მფლობელი თავისი ინდოსანტისათვის ზემოხსენებული გარემოებების შესახებ შეტყობინების დღიდან. ასეთი შეტყობინება შეიძლება თამასუქის წარდგენის ვადის გასვლამდე. წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში გადასახდელი თამასუქისათვის ოცდაათი დღის ვადა იზრდება წარდგენიდან იმ ვადით, რომელიც აღნიშნულია თამასუქში.

6.დაუძლეველ ძალად არ ითვლება გარემოება, რომელიც აბრკოლებს მხოლოდ მფლობელს ან იმ პირს, რომელსაც მან დაავალა წარადგინოს თამასუქი ან პროტესტი. თავი 8 შუამავლობა I. ზოგადი წესები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
83294268292397038533739206661897247
მითითებამნიშვნელობით ახლოსთამასუქის შესახებჩეკის შესახებსაქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა