ჩეკის შესახებ

მუხლი 33. შეტყობინება ჩეკის გაუნაღდებლობის შესახებ

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 20 მარ. 2015

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ჩეკის მფლობელი ვალდებულია ჩეკის გაუნაღდებლობის შესახებ შეატყობინოს თავის ინდოსანტსა და ჩეკის გამცემს პროტესტის ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების განხორციელების დღიდან ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში‚ ან შენიშვნის „ დაბრუნდეს ხარჯების გარეშე” არსებობის შემთხვევაში – ჩეკის წარდგენის მომდევნო დღიდან ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში. ყოველი ინდოსანტი შეტყობინების მიღებისას მოვალეა ორი სამუშაო დღის განმავლობაში აცნობოს ეს თავის ინდოსანტს‚ მათი დასახელების (გვარის) და მისამართის ჩვენებით‚ ვისაც ასეთი შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს გრძელდება ჩეკის გამცემის შეტყობინებამდე. ზემოაღნიშნული ვადა გამოიანგარიშება შეტყობინების მიღების პირველი დღიდან.

2.ზემოაღნიშნული თანამიმდევრობით ჩეკის გაცემისათვის შეტყობინებისას ამავე ვადაში უნდა ეცნობოს ეს მის თავდებსაც.

3.თუ ინდოსანტს არა აქვს მითითებული თავისი მისამართი ან ჩანაწერი გაურკვეველია‚ საკმარისია ეცნობოს მის წინა ხელმომწერ ინდოსანტს.

4.შეტყობინება შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის‚ მათ შორის ჩეკის უბრალო დაბრუნების გზითაც. შეტყობინების გამგზავნი ვალდებულია დაამტკიცოს‚ რომ მან შეტყობინება გაგზავნა დადგენილ ვადაში. ითვლება‚ რომ ვადა არ არის დარღვეული‚ თუ შეტყობინება ჩაბარდა დადგენილ ვადაში საფოსტო განყოფილებას.

5.პირი‚ რომელმაც შეტყობინება დადგენილ ვადაში ვერ გაგზავნა‚ არ კარგავს თავის უფლებებს. იგი პასუხისმგებელია თავისი დაუდევრობით მიყენებული ზარალისათვის‚ მაგრამ მხოლოდ ჩეკზე აღნიშნული თანხის ფარგლებში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
58150174184393931248116896981033
მითითებამნიშვნელობით ახლოსჩეკის შესახებთამასუქის შესახებსაზღვაო კოდექსიინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა