საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
მუხლი 40. ჩეკის ეგზემპლარების სიმრავლე
ნებისმიერი ჩეკი‚ გარდა ჩეკისა „ წარმდგენზე”‚ რომლის გამოწერისა და განაღდების ადგილები სხვადასხვა ქვეყანაში ან სხვადასხვა კონტინენტზე‚ ანდა ერთსა და იმავე ქვეყანაში‚ მაგრამ სხვადასხვა კონტინენტზე მდებარეობს‚ შეიძლება გამოიწეროს რამდენიმე ერთნაირ ეგზემპლარად. ამ ეგზემპლარებზე უნდა დაისვას თანმიმდევრობით ნომერი თითოეული ჩეკის ტექსტში‚ წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი ეგზემპლარი დამოუკიდებელ ჩეკად მიიჩნევა.
