საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 120. თანამდებობრივი სარგოების დადგენა

რედაქცია №75 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული ან არჩეული საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის წესი დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით , ხოლო საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით , „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრების ფარგლებში.

2.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოების ოდენობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.მოხელეთა თანამდებობების იერარქიული რანგებისთვის მიკუთვნებული თანამდებობების თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის წესი დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით .

4.იმ პირთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა კატეგორიას, განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3890 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული ან არჩეული საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის წესი დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით , ხოლო საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით , „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრების ფარგლებში. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოების ოდენობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მოხელეთა თანამდებობების იერარქიული რანგებისთვის მიკუთვნებული თანამდებობების თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის წესი დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით . 4. იმ პირთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა კატეგორიას, განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2017 წლის 22  დეკემბრის  კანონი №1826  –  ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3890 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 23 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18¹691053167 (და…18127631424120
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო დაწესებულებაში …საქართველოს საკონსტიტუ…ადგილობრივი თვითმმართვ…საერთო სასამართლოების …აჭარის ავტონომიური რეს…ადმინისტრაციული ხელშეკ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №75 · ბოლოს შემოწმდა