საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 18¹

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით შემდეგ სახელფასო კოეფიციენტზე: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 10.00-ზე; ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა,  საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნისა – 9.00-ზე; გ) საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლისა, რომელსაც არ უკავია ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობა, – 8.50-ზე.

2.საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.

3.დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისთვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

4.საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის მიეცემა წარმომადგენლობითი თანხები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.საზღვარგარეთ მივლინებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დღიური ნორმის დანამატის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი სახელმწიფო ხელისუფლების შტოების ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №828 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 17 ოქტ. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 აპრ. 1996 – 10 აგვ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 15 აპრ. 1996 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
106023⁵18³318²25691201871618¹
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს საკონსტიტუ…საჯარო სამსახურის შესა…სახელმწიფო კომპენსაციი…საჯარო დაწესებულებაში …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა