საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 69. მოსამართლის შრომის ანაზღაურება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და დანამატისგან.

2.მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით შემდეგ სახელფასო კოეფიციენტზე: ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის – 10.00; ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 9.20; გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისთვის – 9.00; დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის, რომელსაც უზენაეს სასამართლოში არ უკავია ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, – 8.50; ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის – 8.40; ე 1 ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 8.35; ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისთვის – 8.30; ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისთვის – 8.20; თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვის, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში არ უკავია ამ პუნქტის „ე“−„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, – 8.10; ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისთვის – 8.00; ი 1 ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 7.80; კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისთვის – 7.70; ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისთვის − 7.50; მ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისთვის/მაგისტრატი მოსამართლისთვის, რომელსაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არ უკავია ამ პუნქტის „ი“−„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, – 7.20.

3.ამ კანონის შესაბამისად სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ აღნიშნული თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აღემატება მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას იმ სასამართლოში, რომელშიც იგი კანონით დადგენილი წესით არის დანიშნული.

4.დაუშვებელია მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

5.მოსამართლის მატერიალური შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6.მოსამართლის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) თანამდებობრივ სარგოზე დანამატს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

7.უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის ოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №1127აპ-242025-02-1212
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ამნისტიით დანიშნული სასჯელის შემცირება

    უზენაესმა სასამართლომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სასჯელებზე 2024 წლის ამნისტია გაავრცელა. ერთ მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც გადაწყვეტილების დროისთვის მოხდილი იყო. მეორე მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი, 7 თვე და 6 დღე პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოეხადა, ხოლო დარჩენილი ნაწილი პირობითად ჩაეთვალა.

  • №1297აპ-242025-01-3112
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი ქურდობა

    უზენაესმა სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ ქურდობისთვის სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ამნისტიის კანონი. პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სააპელაციო განაჩენი შეიცვალა. საბოლოოდ მსჯავრდებულს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ექვსი თვით პირობითი თავისუფლების აღკვეთა, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    შრომის ანაზღაურების კოეფიციენტების ჩამონათვალს დაემატა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (8.35) და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (7.80).

  2. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    69-ე მუხლის მე-2 პუნქტით მოსამართლის სარგო აღარ არის ლარში ფიქსირებული, არამედ საბაზო თანამდებობრივი სარგოსა და ქვეპუნქტებით დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლია.

  3. 69-ე მუხლის ახალი ტექსტი ადგენს მოსამართლეთა ყოველთვიური სარგოების კონკრეტულ ოდენობებს, მივლინებისა და სარგოს შემცირების აკრძალვის წესს და დანამატის განმსაზღვრელ ორგანოებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111223⁵18¹707772120781128669
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საჯარო სამსახურის შესა…საერთო სასამართლოების …პროკურატურის შესახებსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა