საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 84⁴. პირის მრჩევლად მიღების წესი

რედაქცია №75 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი მრჩევლად მიიღება მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრება მრჩევლის საქმიანობის ძირითადი სფერო და მიმართულებები, აგრეთვე ამ ხელშეკრულების პირობები და მოქმედების ვადა. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო მოსამსახურის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის უფლებამოსილების ვადას.

2.მრჩეველთან დადებული ხელშეკრულება წყდება: ა) ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით; ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას; გ) შესაბამისი სახელმწიფო მოსამსახურის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

3.ამ მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №835 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №67 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 ნოე. 2015 – 1 აგვ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³363²¹96712801093284³84⁵2726 (დ…1184⁴
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სამოქალაქო…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №75 · ბოლოს შემოწმდა