Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების შესახებმუხლი 7

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 7. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026
თემები:თავდაცვის შესყიდვებიბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულებიტრანსპორტიგასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); [ ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს ეკონომიკური ოპერატორი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომ – ხელშეკრულება) ან/და ჩარჩოშეთანხმება; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] ბ) ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; ბ 1 ) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განახორციელოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ამავდროულად, ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი ნასამართლევია ერთ-ერთი შემდეგი დანაშაულის ჩადენისთვის: ბ 1 .ა) ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, ზეგავლენით ვაჭრობა, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება, კომერციული მოსყიდვა; ბ 1 .ბ) თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა; ბ 1 .გ) გადასახადისთვის თავის არიდება; ბ 1 .დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით (ტერორიზმი) გათვალისწინებული დანაშაული; ბ 1 .ე) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა; ბ 1 .ვ) სხვა დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ამ პუნქტის „ბ 1 .ა“−„ბ 1 .დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არ არის; გ) (ამოღებულია); გ 1 ) კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; [ გ ​ 1 ) კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] დ) განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. [ ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების მოქმედება, თუ ეკონომიკური ოპერატორის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით; ბ) (ამოღებულია); ბ 1 ) სახელმწიფო შესყიდვის ამ კანონის 10​ 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება − თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შესყიდვის განხორციელებამდე, იმავე მუხლის 3 3 პუნქტით დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს; ბ 2 ) ამ კანონის 10 1 მუხლის 3 4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისა; [ ბ 2 ) ამ კანონის 10​ 1 მუხლის 3​ 4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის შემთხვევისა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] გ) სააგენტოს წარუდგინოს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშები ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; [ დ) საქონლის მიწოდებისთანავე, მომსახურების გაწევისთანავე, სამუშაოს შესრულებისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებელს საქონლის, მომსახურების, სამუშაოს ღირებულება, თუ ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] დ 1 ) (ამოღებულია); დ 1 . ა) (ამოღებულია); დ 1 . ბ) (ამოღებულია); დ 2 ) ხელშეკრულების დადებამდე მისი გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში შეაჩეროს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა ამ კანონითა და კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წესით; [ დ​ 2 ) ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებამდე მისი გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შეაჩეროს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] ე) (ამოღებულია); ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მისი საფუძველი აცნობოს სააგენტოს და ყველა პრეტენდენტს. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერებისას ან შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, აანაზღაუროს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

2¹.შეჩერებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის გაგრძელების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

2².ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის განხორციელების დეტალური წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

3.პასუხისმგებლობა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვისათვის, შესყიდვების რაციონალური განხორციელებისათვის მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას. საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.237 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5926 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 24 ივლისის კანონი №4104 - ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1945 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1742  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 სექ. 2026 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 29 ივნ. 2017 – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 დეკ. 2026 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026
  2. 2 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  3. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2020
  4. 1 სექ. 2019· გამოქვეყნდა 21 აპრ. 2017
  5. 11 იან. 2018

    მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ²“ ქვეპუნქტში შეჩერების წესი ახლა ეყრდნობა კანონსა და კანონქვემდებარე აქტს, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტში შეტყობინების ვალდებულება მხოლოდ შეწყვეტას ეხება, 3 დღის ვადისა და მტკიცებულებების წარდგენაზე დებულების გარეშე.

  6. 1 ნოე. 2015· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2015

    შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილებათა ჩამონათვალს დაემატა „ბ¹“ ქვეპუნქტი: გამარტივებული შესყიდვის გადაწყვეტილების წინასწარ შეთანხმება სააგენტოსთან 10¹ მუხლის 3³ პუნქტის წესით.

  7. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 25 მაი. 2011

    მე-7 მუხლის 2¹ პუნქტში კანონში ჩაწერილი შეჩერებული პროცედურის გაგრძელების წესი ამოღებულია და საკითხი კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს მიეკუთვნა.

  8. 19 აპრ. 2012

    პირველი პუნქტის „გ¹“ ქვეპუნქტში პროცედურის შეწყვეტის ბოლო მომენტად ხელშეკრულების დადების ნაცვლად ხელშეკრულების ძალაში შესვლა განისაზღვრა.

  9. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2010

    მე-7 მუხლში დაემატა პროცედურის შეწყვეტის „გ¹“ საფუძველი, ამოღებულია „ბ“ კონფიდენციალობის ქვეპუნქტი და ახლებურად ჩამოყალიბდა შეჩერების, შეტყობინებისა და გაგრძელების წესები.

  10. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  11. 1 მარ. 2010· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    მე-7 მუხლში დაემატა ანგარიშების სააგენტოსთვის წარდგენის „გ“ ქვეპუნქტი, 3-დღიანი შეტყობინების „ვ“ ქვეპუნქტი და შეჩერებული პროცედურის გაგრძელების 2¹ პუნქტი.

  12. 15 დეკ. 2008· გამოქვეყნდა 12 დეკ. 2008

    მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით შემსყიდველს შესყიდვის პროცედურის შეჩერების უფლება ეძლევა და შეჩერებული პროცედურის გაგრძელების მექანიზმი დგინდება; ახალი 2¹ პუნქტი ადგენს შეჩერების შემდეგ ხელახლა შესყიდვის წესს.

  13. 27 ივლ. 2006

    მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: სააგენტოს წარედგინება განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშები 22-ე მუხლით დადგენილ ვადებში; ტექსტის ბოლოს დაემატა მითითება „მუხ237“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული მოსყიდვა (მუხლი 221) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტრაქტებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №102

  • 13 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 32 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 1მუხლი 10¹მუხლი 22

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20⁶სახელმწიფო შესყიდვ… 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 10³სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება
  • 13მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ
  • 16¹გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 12საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები
  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები
  • 77დისკვალიფიკაციის დამატებითი საფუძვლები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 2შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 23სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტა
  • 27სახელმწიფო შესყიდვებიდან დისკვალიფიკაცია

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 14ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების უფლებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 13დაცვითი ორგანიზაციის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14110¹2220⁶10³1316¹5223271219777
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…ოპერატიულ-სამძებრო საქ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026