თავდაცვის ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ყოფილი შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებული არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან დაკავშირებით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.400 საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3615 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ
მუხლი 10. თავდაცვის ძალების ვეტერანები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №29 · ძალაშია 1 იან. 2022-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-10 მუხლი თავდაცვის ძალების ვეტერანთა განსაზღვრებით ჩამოყალიბდა, რომელიც მოიცავს სამხედრო მოსამსახურეებს და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს; ამოქმედება დაკავშირებულია პრეზიდენტის ფიცის დადებასთან.
- · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2011
მე-10 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ახლა ითვალისწინებს გადაწყვეტილებას მხოლოდ სამსახურის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე; სამხედრო სამსახურში გადაყვანის საკითხი ქვეპუნქტიდან ამოღებულია.
- · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005
მე-10 მუხლში სამხედრო ძალების ვეტერანის კრიტერიუმი ახლა წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებაა და არა პენსიის უფლება; დანარჩენი ცვლილებები ორთოგრაფიულია.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

