რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

მუხლი 6. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მისი განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობა ამტკიცებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას 15-წლიანი პერიოდისათვის. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია უნდა მოიცავდეს რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზს და ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

2.საქართველოს მთავრობა ამტკიცებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელ სამოქმედო გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზები; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავებისათვის საჭირო ტექნოლოგიური პროცესები; გ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავთან და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასების ღონისძიებები; დ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასების ღონისძიებები; ე) რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილები, რადიოაქტიური ნივთიერებებით ისტორიულად დაბინძურებული ადგილები და მათი სრული დეკონტამინაციისათვის საჭირო ღონისძიებები; ვ) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის შესაძლო ნაკადების შეფასება; ზ) უპატრონო (უკონტროლო) რადიოაქტიურ წყაროებზე სახელმწიფოს მიერ კონტროლის აღდგენის ღონისძიებები; თ) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზები და ვადები, სავარაუდო ხარჯები და დაფინანსების წყაროები, ამ ღონისძიებების განხორციელებისათვის პასუხისმგებელი უწყებები და ორგანიზაციები; ი) რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას 15-წლიანი პერიოდისათვის. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია უნდა მოიცავდეს რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზს და ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 2. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელ სამოქმედო გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზები; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავებისათვის საჭირო ტექნოლოგიური პროცესები; გ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავთან და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასების ღონისძიებები; დ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების შეფასების ღონისძიებები; ე) რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილები, რადიოაქტიური ნივთიერებებით ისტორიულად დაბინძურებული ადგილები და მათი სრული დეკონტამინაციისათვის საჭირო ღონისძიებები; ვ) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის შესაძლო ნაკადების შეფასება; ზ) უპატრონო (უკონტროლო) რადიოაქტიურ წყაროებზე სახელმწიფოს მიერ კონტროლის აღდგენის ღონისძიებები; თ) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზები და ვადები, სავარაუდო ხარჯები და დაფინანსების წყაროები, ამ ღონისძიებების განხორციელებისათვის პასუხისმგებელი უწყებები და ორგანიზაციები; ი) რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 ნოე. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2341211653162 (და…45759586
მნიშვნელობით ახლოსრადიოაქტიური ნარჩენები…ნარჩენების მართვის კოდ…რადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს სისხლის სა…განახლებადი წყაროებიდა…ნარჩენების შეგროვების,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა