Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებმუხლი 4

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 4. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:განახლებადი ენერგიაენერგიის წარმოებაკლიმატის პოლიტიკაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ნორმატიული აქტით ამტკიცებს განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმას. ამ გეგმას სამინისტრო 2 წელიწადში ერთხელ აახლებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

2.განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა ადგენს 2030 წლისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის საქართველოს ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს, რომელიც მოიხმარება ტრანსპორტის, ელექტროენერგეტიკის და გათბობისა და გაგრილების სფეროებში, შესაბამისი პოლიტიკის სხვა ღონისძიებების ეფექტის გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია ენერგიის საბოლოო მოხმარების ენერგოეფექტურობასთან. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმით აგრეთვე დგინდება საქართველოს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების მიღწევისთვის მისაღები ადეკვატური ზომები, მათ შორის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებს შორის თანამშრომლობა, დაგეგმილი სტატისტიკური ტრანსფერები, ერთობლივი პროექტების, ბიომასის არსებული რესურსების განვითარებისა და ბიომასის ახალი რესურსების სხვადასხვაგვარი გამოყენებისთვის მობილიზების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, აგრეთვე სხვა ზომები, რომლებიც მიღებული უნდა იქნეს ამ კანონის მოთხოვნების შესასრულებლად.

3.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის გამოქვეყნებას მის დამტკიცებამდე 6 თვით ადრე და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის საპროგნოზო დოკუმენტის წარდგენას. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის შეფასებული, საორიენტაციო მაჩვენებელთან შედარებით ჭარბი წარმოება, რომელიც შეიძლებოდა გადასცემოდა ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელ მხარეს ან მესამე ქვეყანას ამ კანონის შესაბამისად, აგრეთვე ერთობლივი პროექტების შეფასებული პოტენციალი 2030 წლამდე; ბ) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მოთხოვნილება, რომელიც 2030 წლამდე, ეროვნული წარმოების გარდა, სხვა საშუალებით უნდა დაკმაყოფილდეს.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ხარჯებთან, სარგებელსა და დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

5.სამინისტრო ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებისას შეიმუშავებს საპროგნოზო დოკუმენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

6.თუ წინა 2 წლის განმავლობაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი ამ კანონის I დანართის  მე-2 პუნქტით დადგენილ საორიენტაციო მაჩვენებელში მოცემულ წილზე ნაკლები იქნება, საქართველოს მთავრობამ მომდევნო წლის 30 ივნისისთვის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უნდა წარუდგინოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესწორებული პროექტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ადეკვატური და პროპორციული ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ამ კანონის I დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ საორიენტაციო მაჩვენებელში მოცემული წილის ნიშნულთან გონივრულ ვადაში დასაბრუნებლად.

7.ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტზე ან განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესწორებულ პროექტზე რეკომენდაციების გაცემის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების ადეკვატურად.

8.განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი დგება განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის შესაბამისად. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7023 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიომასის ენერგეტიკული პროექტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიასერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის კონტრაქტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №1

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 3საქართველოს სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ღონისძიებები
  • 20საქართველოს მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება
  • 5განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გამოთვლა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 7სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 12ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 10ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა
  • 4ენერგოეფექტურობის პოლიტიკა
  • 8ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

  • 2¹ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრების დადგენა

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 6რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მისი განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 19გარდამავალი დებულებები
  • 2¹რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2¹12632057192¹10484
მნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…ენერგეტიკისა და წყალმო…ნარჩენების მართვის კოდ…ენერგოეფექტურობის შესა…ეკონომიკური თავისუფლებ…რადიოაქტიური ნარჩენები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026