ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

მუხლი 24¹

რედაქცია №49 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მისაწოდებელი თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩამონათვალი და დეტალური აღწერილობა; ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი; გ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე; დ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება; ე) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.

2.თუ ნებართვის მფლობელის მიერ მიწოდებული თამაში ან/და არსებითი პროდუქცია/მომსახურება არსებითად იცვლება (მათ შორის, იცვლება ჯეკპოტის გაცემის წესი, ხდება არსებული თამაშების ნებისმიერი სახის ცვლილება ან ახალი თამაშების დამატება), იგი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად აცნობოს მას შესაბამისი ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი. აღნიშნული თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ეკრძალება არსებითად შეცვლილი თამაშის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება. ამ პუნქტით განსაზღვრული არსებითი ცვლილება ითვალისწინებს სხვადასხვა ცვლილებას, მათ შორის, იმ ცვლილებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს: ა) მოთამაშის მიერ განთავსებულ ფსონზე; ბ) მოგების ოდენობაზე; გ) თამაშის არქიტექტურაზე; დ) თამაშის კომბინაციურ ხაზებზე; ე) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმაზე (RNG); ვ) ჯეკპოტის გაცემის სისტემაზე.

3.აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი მისი გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი.

4.აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია დროულად გადაიხადოს შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასური/საფასურები. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მისაწოდებელი თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩამონათვალი და დეტალური აღწერილობა; ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი; გ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე; დ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება; ე) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს. 2. თუ ნებართვის მფლობელის მიერ მიწოდებული თამაში ან/და არსებითი პროდუქცია/მომსახურება არსებითად იცვლება (მათ შორის, იცვლება ჯეკპოტის გაცემის წესი, ხდება არსებული თამაშების ნებისმიერი სახის ცვლილება ან ახალი თამაშების დამატება), იგი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად აცნობოს მას შესაბამისი ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი. აღნიშნული თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ეკრძალება არსებითად შეცვლილი თამაშის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება. ამ პუნქტით განსაზღვრული არსებითი ცვლილება ითვალისწინებს სხვადასხვა ცვლილებას, მათ შორის, იმ ცვლილებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს: ა) მოთამაშის მიერ განთავსებულ ფსონზე; ბ) მოგების ოდენობაზე; გ) თამაშის არქიტექტურაზე; დ) თამაშის კომბინაციურ ხაზებზე; ე) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმაზე (RNG); ვ) ჯეკპოტის გაცემის სისტემაზე. 3. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი მისი გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი. 4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია დროულად გადაიხადოს შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასური/საფასურები. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 სექ. 2021 ტექსტი უცნობია

  2. 19 აპრ. 2005 – 28 ივლ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 2 ივლ. 2020

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25176176⁵2519¹127105¹ …93 (დ…95 (დ…54¹ (დ…4 (და…24¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…ლატარიების, აზარტული დ…გადასახადების ადმინისტ…სამხედრო და ორმაგი დან…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს აღმასრულებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №49 · ბოლოს შემოწმდა