Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებმუხლი 12

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

მუხლი 12

რედაქცია №48 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აზარტული თამაშები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11²1⁴234

1.მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია; ბ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: ბ.ა) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი; ბ.ბ) მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ადგილი, თარიღი და ზღვრული ვადა. მომგებიანი თამაშობის მოგებების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს მომგებიანი ბილეთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა; ბ.გ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს; ბ.დ) მომგებიანი თამაშობის ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია; ბ.დ 1 ) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში − გამოსაყენებელი POS ტერმინალების რაოდენობა. უნდა მიეთითოს ავტორიზაციის სერტიფიკატის რეკვიზიტები; ბ.დ 2 ) თუ ნებართვის მაძიებელი მომგებიანი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი; ბ.ე) თამაშობის ზოგადი წესი  (წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი (თამაშობის მიზეზი და მიზანი) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს); ბ.ვ) ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის შემთხვევაში − მომგებიანი თამაშობების ჩამონათვალი და დეტალური აღწერილობა; ბ.ზ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდი, საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი, პრიზების ჩამონათვალი და რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და გათამაშების რიგითობა; გ) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით. ბილეთის ნიმუში ხელმოწერილი უნდა იყოს ნებართვის მაძიებლის მიერ; გ 1 ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის პროდუქციის მწარმოებლის ან მომსახურების გამწევის წარმომადგენელზე გაცემის შემთხვევაში – პროდუქციის მწარმოებლის ან მომსახურების გამწევის მიერ ნებართვის მაძიებლისთვის მინიჭებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში: დ.ა) საპრიზო ფონდის არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ.ბ) ავტორიზაციის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს POS ტერმინალის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობას; ე) (ამოღებულია – 24.04.2012, №6052) ; ვ) (ამოღებულია - 09.02.2023, №2584 ); ზ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი; თ) ამ პუნქტის „ბ.დ 2​ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი; ი) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია; კ) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე; ლ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება; მ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს. 1​ 1 .​ მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული არ არის.

1².სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარუდგინოს: ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესი. ამ წესში მითითებული უნდა იყოს: ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება, აგრეთვე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი); ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები; ა.გ) მოგების გაცემის ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები), მოგების გაცემის წესი და ვადა, პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ; ა.ე) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი; ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი; ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი; ა.თ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა; ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი; ა.კ) თამაშობების მართვის სისტემის აღწერილობა; ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა; ა.მ) იმ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის ნომერი და ობიექტის მოწყობის მისამართი, რომლის საფუძველზედაც მოთხოვნილია სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა; ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი; გ) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია; დ) საპრიზო ფონდის არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე; ვ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება; ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს; თ) ამ პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი. 1​ 3 . სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც ნებართვის მფლობელის მიერ წარდგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებული არ არის.

1⁴.სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები, გარდა იმავე პუნქტის „ა.დ“ და „ა.მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა. ამასთანავე, თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილ  სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში მითითებული უნდა იყოს თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის და 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.

2.მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუშზე თვალსაჩინოდ უნდა იყოს აღნიშნული შემდეგი რეკვიზიტები: ა) ნებართვის მაძიებლის სახელწოდება/სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი; ბ) ბილეთის ფასი (გარდა ტოტალიზატორისა და წამახალისებელი გათამაშებისა); გ) ბილეთის ნომერი; დ) გასაცემი ნებართვის ნომრის ადგილი; ე) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი; ვ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და დრო; ზ) თამაშობის ზოგადი წესი; თ) მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ზღვრული ვადა და ადგილი.

3.თუ ტექნოლოგიურად შეუძლებელია მომგებიანი თამაშობის ბილეთზე მოცემული რეკვიზიტების ასახვა, მაშინ მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს მათი საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაუბრკოლებლად მიწოდება.

4.წამახალისებელი გათამაშების მოგებათა ოფიციალური ცხრილი უნდა გამოქვეყნდეს გათამაშებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3045 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.164 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4063 -სსმI,№74,24.12.2010 წ.,მუხ.455 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1185 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4363 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1822 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №48 · ძალაშია 3 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2022 – 1 მარ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3 ივლ. 2026

    1³ პუნქტის აკრძალვა გავრცელდა საერთაშორისო ორგანიზების ნებართვაზეც და დაემატა 1⁴ პუნქტი ამ ნებართვის მისაღები დოკუმენტებისა და ვებგვერდის შინაარსის შესახებ.

  2. 1 დეკ. 2024· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024
  3. 1 ივნ. 2024· გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  4. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
  5. 1 სექ. 2021· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2020
  6. 1 მაი. 2012· გამოქვეყნდა 27 აპრ. 2012

    მე-12 მუხლში ამოღებულია „ე“ ქვეპუნქტი საფასურის გადახდის დოკუმენტის შესახებ, ხოლო ვ.გ ქვეპუნქტს დაემატა პრეტენზიის განხილვის ვადა.

  7. 3 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2011

    მე-12 მუხლის პირველ პუნქტში ნებართვისთვის წარსადგენი დოკუმენტები და რეგლამენტის შინაარსი ახლებურად ჩამოყალიბდა, წამახალისებელი გათამაშებისას საბჭოს თანხმობის ნაცვლად საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვება, ხოლო ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონულ მოწყობაზე და რეგლამენტით გაუთვალისწინებელი თამაშობის აკრძალვაზე ახალი ნორმები დაემატა.

  8. 24 დეკ. 2010

    გ.ა) ქვეპუნქტში წამახალისებელი გათამაშება გამოყოფილია და ზოგადი წესის წარდგენა „ვ“ ქვეპუნქტს უკავშირდება; „ვ“ ქვეპუნქტით ამ შემთხვევაში დოკუმენტების ნუსხას დაემატა სააგენტოს მიერ დამოწმებული, საბჭოსთან შეთანხმებული ზოგადი წესი.

  9. 10 მაი. 2010

    გ.ა) ქვეპუნქტში წამახალისებელი გათამაშების ზოგადი წესის შემთანხმებელი ორგანო ახლა 31¹ მუხლით გათვალისწინებული საბჭოა; გ.გ) და ე) ქვეპუნქტებში წინა გამონაკლისები ამოღებულია და ჩანაცვლებულია პირობებით (წამახალისებელი გათამაშება, ტოტალიზატორი); ვ) ქვეპუნქტში თანხმობა ასევე ამ საბჭოს მიერ გაიცემა.

  10. 1 სექ. 2007· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    მე-12 მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს შენობების დენის წყაროსა და ვიდეომეთვალყურეობის, ასევე ჩანაწერების 30-დღიანი შენახვის შესახებ და მე-9 პუნქტი სალაროების ჯავშნიანი ფანჯრებისა და საგანგაშო სიგნალის შესახებ.

  11. 3 იან. 2006· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2005

    მე-12 მუხლში მომგებიანი თამაშობის ნებართვის მაძიებლის დოკუმენტთა ჩამონათვალი შემცირდა და დაუკავშირდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 25-ე მუხლს; მე-5 და მე-6 პუნქტებში სანებართვო მოსაკრებლის დოკუმენტი და საპრიზო ფონდის დოკუმენტი შეიცვალა 10 000 ლარიანი უზრუნველყოფის მოთხოვნითა და ობიექტზე ნებართვის გაცემის წესით, ხოლო ბილეთების უტილიზაციის ხელშეკრულება ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11¹შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კაზინოს ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ლოტერეის რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №48

  • 11 ცვლილება · ბოლო 3 ივლ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 20 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ლიცენზიებისა და ნე… 25მუხლი 25მუხლი 28

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 24¹
  • 20
  • 19

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 105¹ (დანართი 1)აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას ნებართვის გადაცემა
  • 93 (დანართი 1)აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის , სისტემურ - ელექტრონული ფორმით აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან / და აზარტული ან / და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემა
  • 99 (დანართი 1)სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 176⁴წამახალისებელი გათამაშების შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობა
  • 176⁵დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება
  • 176(ამოღებულია)

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

  • 4მოსაკრებლის ობიექტები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 17სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 22ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42517176⁴176⁵17625281324¹2019105¹ …93 (დ…99 (დ…12
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…ლატარიების, აზარტული დ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…სათამაშო ბიზნესის მოსა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №48 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026