ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

მუხლი 4. შესწავლის ორგანო და მისი უფლებამოსილებები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიასალომე ოსეფაშვილისალომე კობერიძე

1.ამ კანონის შესაბამისად შესწავლას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (შემდგომ − შესწავლის ორგანო).

2.შესწავლის ორგანო უფლებამოსილია: ა) ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს შესწავლის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია). აღნიშნული ორგანოები ვალდებული არიან შესწავლის ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია გონივრულ ვადაში წარუდგინონ; ბ) დაინტერესებული პირებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან გამოითხოვოს შესწავლის განხორციელებისთვის საჭირო სრული ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია). აღნიშნული პირები ვალდებული არიან შესწავლის ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პროცედურების შესაბამისად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები პასუხისმგებელი არიან მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორისთვის; გ)  ამ  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად წარდგენილ  ინფორმაციაში გონივრული ეჭვის შეტანის შემთხვევაში გადაამოწმოს მისი ნამდვილობა; დ) გამოთხოვილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშაოს.

3.შესწავლის ორგანო შესწავლის შედეგების საფუძველზე საქართველოს მთავრობას წარუდგენს დასკვნას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ.

4.თუ შესწავლის პერიოდში, ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადასტურდება, რომ შესწავლის ობიექტი დემპინგურია და ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს აყენებს ან ქმნის მისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს, შესწავლის ორგანო საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინასწარ დასკვნას წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3762 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023

    მე-4 მუხლის პირველ პუნქტში შესწავლის ორგანოს დასახელება „კონკურენციის სააგენტო“ ჩანაცვლდა „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოთი“; მე-2 პუნქტი ნაჩვენებ ნაწილში უცვლელია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8¹47041617²151728234693164
მითითებამნიშვნელობით ახლოსვაჭრობაში ანტიდემპინგუ…კონკურენციის შესახებსახელმწიფო შესყიდვების…ელექტრონული კომერციის …საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა