საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 20¹⁶

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება ამ დოკუმენტის მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისგან, ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობაზე, საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტსა და საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული. ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ამ პუნქტის მიზნებისთვის იგულისხმება ამავე მუხლის ამოქმედებამდე ბოლოს გაცემული რომელიმე შემდეგი დოკუმენტი: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი ან ძალადაკარგული მოწმობა, საქართველოს მოქალაქის მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი, საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე, საქართველოს მოქალაქის ახალ პასპორტზე ან საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ახალ პასპორტზე იმავე პუნქტის შესაბამისად დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ამ მოწმობის, საქართველოს მოქალაქის ამ პასპორტის ან საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ამ პასპორტის გაუქმების საფუძველი. საქართველოს 2024 წლის 7 მარტის კანონი №4083 – ვებგვერდი, 13.03.2024წ. თავი IV. დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №55 · ძალაშია 13 მარ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 ნოე. 2000 – 13 მარ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 10 ნოე. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1620¹⁵20⁶16452712330²21¹21720¹⁶
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს მოქალაქეობ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს კანონი ოჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №59 · ბოლოს შემოწმდა