Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებმუხლი 20²

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 20²

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:დროებითი ვიზებიბინადრობის ნებართვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹22¹344¹5677¹7²7³7⁴7⁵7⁶7⁷7⁸88¹8²8³8⁴8⁵8⁶8⁷99¹10

1.საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი.

1¹.სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრე და მისი გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს ან დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტი გაიცემა მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით პასპორტი − მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში.

2¹.ამ მუხლის 8 1 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო იმავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 3 დღის ვადაში.

3.პასპორტის გაცემისას დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა.

4.პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

4¹.პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აგრეთვე აქვს 14 წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვან პირს , თუ მას მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა .

5.(ამოღებულია).

6.(ამოღებულია).

7.დაინტერესებული პირი პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტასთან ერთად წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, ფოტოსურათს და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

7¹.საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ან რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ერთხელ მაინც აქვს გავლილი რეგისტრაცია, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე.

7².საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან დამატებითი დაცვის მქონე პირი სამგზავრო პასპორტის მისაღებად, აგრეთვე ლტოლვილი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირადობის მოწმობის ნაცვლად ბინადრობის მოწმობას წარადგენს.

7³.სამსახურებრივი პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად შესაბამის პირს, ხოლო სამგზავრო პასპორტის მისაღებად − დამატებითი დაცვის მქონე პირს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა არ მოეთხოვება.

7⁴.საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, არასრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომლის კანონიერი წარმომადგენელი ასევე საზღვარგარეთ იმყოფება) უფლება აქვს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას პასპორტის მიღების მოთხოვნით. აღნიშნული წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7⁵.საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში ფოსტის მეშვეობით მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას პასპორტის მიღების მოთხოვნით.

7⁶.ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას .

7⁷.ამ მუხლის 7 6 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება განცხადება - ანკეტასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტების საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე , რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან .

7⁸.საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა ან რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით, ასევე 14 წელს მიღწეულმა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს არასრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის საშუალებით, პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები შეიძლება წარადგინონ ელექტრონული ფორმით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

8.არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობით, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. თანხმობა შეიძლება ასევე გამოიხატოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტი გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე.

8¹.პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად; დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად; ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე; ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას.

8².16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

8³.თუ არასრულწლოვან ლტოლვილზე ან დამატებითი დაცვის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად  ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვანის დევნის ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღებია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით/დოკუმენტებით დადასტურება ვერ ხერხდება, მის/მათ ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.

8⁴.საზღვარგარეთ მყოფი არასრულწლოვნისათვის (14 წლის ასაკს მიღწეული პირისათვის) პასპორტის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენა სავალდებულო არ არის.

8⁵.ამ მუხლის 8 1 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე.

8⁶.სხვა სახელმწიფოს ნოტარიუსის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობა ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე პასპორტის დაკარგვის შესახებ სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი პასპორტის გაცემის უფლებამოსილების მქონე საქართველოს ორგანოებმა შეიძლება მიიღონ ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე.

8⁷.საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან საქართველოს ტერიტორიიდან არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ცენტრალური ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (შემდგომ − ცენტრალური ორგანო) შუამდგომლობის საფუძველზე 16 წლამდე პირს შეიძლება უარი ეთქვას პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9.პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, მათი რეკვიზიტების შევსების (მათ შორის, კონკრეტული რეკვიზიტის არარსებობის ან დაუდგენლობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტების გაცემის, მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე აღნიშნული დოკუმენტების დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

9¹.არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე მისი კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი თანხმობის ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

10.(ამოღებულია - 20.09.2013, №1265). საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის კანონი №5487-სსმI, №42, 06.12.2007წ., მუხ.387 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1391-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.109 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2213-სსმI, №42, 10.12.2009წ., მუხ.315 საქართველოს 2010 წლის 1ოქტომბრის კანონი №3653-სსმI, №53, 11.10.2010წ., მუხ.337 საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3716-სსმI, №57, 25.10.2010წ., მუხ.372 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4049-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.493 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5563 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1265 – ვებგვერდი, 02.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2480- ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3390 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3701 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 4 მარტის კანონი №4845 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5448 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №51 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2637 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5926 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6055 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №868 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 ივლ. 2018 – 15 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 24

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  2. 19 ივნ. 2020
  3. 28 მაი. 2020
  4. 15 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
  5. 11 ივლ. 2018
  6. 1 თებ. 2017· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2016

    7³ პუნქტში ქვითრის წარდგენის მოთხოვნა დაკონკრეტდა პირთა კატეგორიების მიხედვით (სამსახურებრივი პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი − შესაბამისი პირი; სამგზავრო პასპორტი − ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი). 8³ პუნქტი მოიცავს სამგზავრო პასპორტის გაცემასაც და თანხმობის ნაცვლად სამინისტროს ცნობის წარდგენის საფუძვლებს მარტოხელა მშობლის შვილის შემთხვევას ამატებს.

  7. 12 ივლ. 2016

    მე-4 პუნქტში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიენიჭა უფლება, აღძრას შუამდგომლობა მიუსაფარ ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის გაცემის თაობაზე, ხოლო მე-8 პუნქტში ამ ბავშვებზე პასპორტი გაიცემა ასევე ამ ორგანოს თანხმობით.

  8. 5 აპრ. 2016· გამოქვეყნდა 22 მარ. 2016

    20² მუხლში ახლებურად ჩამოყალიბდა 2¹, მე-8, 8¹ და 8⁵ პუნქტები: შეიცვალა გადაწყვეტილების ვადები და დაემატა 3-დღიანი ვადა, თანხმობის გამოხატვის ფორმები, ერთი წარმომადგენლის თანხმობის საკმარისობის საფუძვლები და გადაწყვეტილების მიმღები სამსახური; დაემატა 9¹ პუნქტი ფორმის დამტკიცების შესახებ.

  9. 15 ივნ. 2015

    20² მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მარტოხელა მშობლის შვილის ნაცვლად მიეთითება არასრულწლოვანი, რომელსაც არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; მე-3 პუნქტში მარტოხელა დედის საფუძველი ამოღებულია, დაემატა მეორე წარმომადგენლის არყოლა და მხარდაჭერის მიმღებად ყოფნა, ხოლო ტერმინები მხოლობით რიცხვში გადავიდა.

  10. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    20² მუხლის 8³ პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ცნობის წარდგენის საფუძვლების ჩამონათვალიდან ამოღებულია მეორე კანონიერი წარმომადგენლის ქმედუუნაროობა, ხოლო „სათანადო დოკუმენტებით“ გადატანილია სიტყვების „დადასტურება ვერ ხერხდება“ წინა ადგილიდან „ამ გარემოებების“ შემდეგ.

  11. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 29 მაი. 2014
  12. 2 ოქტ. 2013

    1¹ პუნქტში სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრისა და გაცემის წესის განმსაზღვრელი აქტი პრეზიდენტის ბრძანებულებიდან მთავრობის დადგენილებად შეიცვალა; მე-10 პუნქტი, რომელიც გაცემის წესს პრეზიდენტის ბრძანებულებას უთმობდა, ამოღებულია.

  13. 26 ივნ. 2012· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2012
  14. 1 მარ. 2012· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011
  15. 20 დეკ. 2011
  16. 14 ივლ. 2011

    20² მუხლში შეიცვალა პასპორტის გაცემის ვადა (მე-10 სამუშაო დღე ან დაჩქარებული წესი), საზღვარგარეთ წარმომადგენლობით და ელექტრონულად მიმართვის წესები, მშობლის თანხმობის ფორმულირება და მე-9 პუნქტის მარეგულირებელი აქტები.

  17. 3 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010

    8¹ პუნქტის ტექსტში თანხმობის აღწერიდან ამოღებულია სიტყვა „წერილობითი“ და თანხმობა მითითებულია მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატულად; სიტყვა „რეალიზაციისათვის“ შეიცვალა „რეალიზაციისთვის“-ით.

  18. 25 ოქტ. 2010

    20² მუხლის 8³ პუნქტში სამინისტროს სახელწოდება „ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო“ შეიცვალა სახელწოდებით „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო“; ცნობის წარდგენის პირობები ნაჩვენებ ტექსტში უცვლელია.

  19. 15 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 11 ოქტ. 2010

    8¹ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში სიტყვა „მშობლისგან“ ჩანაცვლდა ფორმით „მშობლისაგან“; ცვლილებას მართლწერითი ხასიათი აქვს.

  20. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 10 დეკ. 2009

    მე-7 და 7³ პუნქტებში სახელმწიფო ბაჟი შეიცვალა მომსახურების საფასურით; 8¹ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში შეიზღუდა მეორე მშობლის თანხმობის მიუღებლობის საფუძველი.

  21. 17 აგვ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    8¹ პუნქტს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი მეორე მშობლის თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევისთვის. ახალი 8⁵ პუნქტი ამ შემთხვევაში პასპორტის გაცემას აკავშირებს თანამდებობის პირის დასაბუთებულ წერილობით გადაწყვეტილებასთან, ხოლო 8⁶ პუნქტი უცხოეთში დამოწმებულ თანხმობას ლეგალიზებისა და აპოსტილის გარეშე იღებს.

  22. 4 აპრ. 2008

    პასპორტის მიღების უფლება და დოკუმენტთა ჩამონათვალი გადანაწილდა, 10-დღიანი ვადა სამუშაო დღეებად დაზუსტდა, მე-6 პუნქტი ამოღებულია, დაემატა წარმომადგენლობით, ფოსტით და არასრულწლოვნის თანხმობის წესები, ასევე სამსახურებრივი პასპორტის წესი პრეზიდენტის ბრძანებულებით.

  23. 6 დეკ. 2007

    20² მუხლის პირველ პუნქტში დაემატა ცალკე წესი სხვა სახელმწიფოში მყოფი მოქალაქისთვის: დოკუმენტები (2 ფოტოსურათი, სახელმწიფო ბაჟის ქვითარი, განცხადება-ანკეტა) წარედგინება საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

  24. 1 მაი. 2006· გამოქვეყნდა 16 იან. 2006

    მე-2 პუნქტში პასპორტის გაცემის ვადა 5 დღიდან 10 დღემდე შეიცვალა და 1 თვის ვადით გამცემ ორგანოებს დაემატა საგარეო საქმეთა სამინისტრო; მე-5 პუნქტი ამოღებულია, ხოლო დაემატა მე-9 პუნქტი გაცემის წესისა და პირობების იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20¹⁶შემდეგი მუხლი 20³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვიზის განაცხადები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №59

  • 24 ცვლილება · ბოლო 7 ივლ. 2025
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 31 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20¹მუხლი 20¹³მუხლი 20⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 20⁴
  • 20¹
  • 20⁶

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 44საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა
  • 34საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების შეტანა

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 5საქართველოს მოქალაქის პასპორტი
  • 9საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის ვადა
  • 21ემიგრაციის ნებართვის გასაცემად შუამდგომლობის განხილვა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 20ბინადრობის მოწმობა
  • 6საქართველოს ვიზის გაცემის ზოგადი პირობები

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

  • 9საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რეპატრიანტის სტატუსის საფუძველზე

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 32²საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
920¹20¹³20⁵20⁴20⁶4434592120632²20²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეებ…უცხოელთა და მოქალაქეობ…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №59 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026