Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგრანტების შესახებმუხლი 6¹

გრანტების შესახებ

მუხლი 6¹. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგი

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹234567

1.გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღნიშნული მონიტორინგის განხორციელების დროს დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება გამოავლინა, იგი ვალდებულია მის ხელთ არსებული ყველა მასალა გაუგზავნოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

1¹.ამ კანონის ისეთი დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საგამოძიებო ორგანო.

2.ამ კანონით გათვალისწინებული გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების წესს საჭიროების შემთხვევაში ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

3.სახელმწიფო აუდიტის სამსახური გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია: ა) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 5 1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის (დარღვევის) თაობაზე; ბ) გამოჰკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით; გ) დაჰკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია; ე) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

4.თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, სახელმწიფო ორგანოები ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აწვდიან.

5.სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.

6.სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული ინფორმაცია.

7.სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1291 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 4 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივლ. 1996 – 16 აპრ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 4 მარ. 2026

    6¹ მუხლის პირველ პუნქტს დაემატა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვალდებულება, დანაშაულის ნიშნების გამოვლენისას მასალები საგამოძიებო ორგანოს გაუგზავნოს, და 1¹ პუნქტი გამოძიების შესახებ.

  2. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025

    მე-7 პუნქტში ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების უფლებამოსილი პირი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ნაცვლად გენერალური აუდიტორია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 6²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №39

  • 2 ცვლილება · ბოლო 4 მარ. 2026
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გრანტების შესახებ

  • 6²გრანტის თანხმობის გარეშე მიღების თაობაზე ფიზიკური პირის გამოკითხვა
  • 6³გრანტის თანხმობის გარეშე მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი
  • 6⁴გრანტის თანხმობის გარეშე მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 83სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 319¹„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან უცხოელთან არამართლზომიერი თანამშრომლობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 24¹სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა საგამოძიებო ორგანოებთან

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 10საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
  • 11საზედამხედველო ორგანოების პასუხისმგებლობა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 34¹

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 22აუდიტი

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5⁷საქმიანობის შემოწმება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 93სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1011319¹24¹34¹5⁷6²6³6⁴8322936¹
მნიშვნელობით ახლოსგრანტების შესახებუმაღლესი განათლების შე…საქართველოს სისხლის სა…სახელმწიფო აუდიტის სამ…უკანონო შემოსავლის ლეგ…მოქალაქეთა პოლიტიკური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026