Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგრანტების შესახებმუხლი 6²

გრანტების შესახებ

მუხლი 6². გრანტის თანხმობის გარეშე მიღების თაობაზე ფიზიკური პირის გამოკითხვა

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ფანდრაიზინგისტუდენტის უფლებებიჰუმანიტარული სამართალიდაფუძნებაინდივიდუალური დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.

2.გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და თავისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოსაკითხ პირს ეს უფლებები გამოკითხვის დაწყებამდე უნდა განუმარტოს. ამ პუნქტის მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

3.გამოსა კითხი პირის გამოკითხვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს მისი ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

4.სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ მისი გამოკითხვა ნებაყოფლობითია. ამ განმარტების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

5.გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

6.სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. ამ გაფრთხილების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

7.სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასაკითხად იქნეს დაბარებული.

8.გამოსაკითხი პირის გამოკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. მისი გამოყენების შესახებ გამოსაკითხ პირს წინასწარ უნდა ეცნობოს.

9.გამოსაკითხი პირი შეიძლება დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოიკითხოს. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1291 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივლ. 1996 – 16 აპრ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025

    6² მუხლში გრანტის თანხმობის გარეშე მიღების მონიტორინგთან დაკავშირებული ფიზიკური პირის გამოკითხვის ყველა უფლებამოსილება და განმარტების, გაფრთხილების ვალდებულება ანტიკორუფციული ბიუროდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე გადავიდა.

  2. 16 აპრ. 2025

    ახალი 6² მუხლი აწესრიგებს ფიზიკური პირის ნებაყოფლობით გამოკითხვას: გამოსაკითხის უფლებებს, ბიუროს განმარტებისა და გაფრთხილების ვალდებულებებს და ოქმში ასახვას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6¹შემდეგი მუხლი 6³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შიდა მოკვლევა შევიწროების ფაქტზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დონორის კონსულტაციასერვისის გვერდი
  • საადვოკატო (უფლებადაცვითი) ორგანიზაციის დაფუძნებასერვისის გვერდი
  • სტუდენტის ჩანაწერებზე წვდომასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №39

  • 2 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2025
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გრანტების შესახებ

  • 6¹გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგი
  • 6⁴გრანტის თანხმობის გარეშე მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
  • 5²ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 −1 6 პუნქტებით გათვალისწინებული გრანტების გაცემის წესი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 34³

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 113გამოკითხვის წესი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁰სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის წესი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 14პირის გამოკითხვა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 9¹პირის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გამოკითხვა/დაკითხვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 23აუდიტის ობიექტის უფლებები და მოვალეობები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 5სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 19შიდა აუდიტორის უფლებები და მოვალეობები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 96საქმის გარემოებათა გამოკვლევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9621¹¹⁰2334³6¹6⁴5²113199¹1456²
მნიშვნელობით ახლოსმოქალაქეთა პოლიტიკური …გრანტების შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…სისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026