გრანტების შესახებ

მუხლი 6⁴. გრანტის თანხმობის გარეშე მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის „დ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისა) საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის, ფილიალის ან განყოფილების მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება − გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

2.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.

3.ამ მუხლ ის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას ამ მუხლის სათანადო პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

4.სამართალდამრღვევს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1291 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ. თავი III გრანტის დაბეგვრა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 4 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივლ. 1996 – 16 აპრ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 6⁴ მუხლის პირველ პუნქტში გრანტის თანხმობის გარეშე მიღებისთვის გათვალისწინებული ორმაგი ჯარიმა ახლა ეხება სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებულ წარმომადგენლობას, ფილიალს ან განყოფილებას („დ¹“ ქვეპუნქტის პირის გარდა).

  2. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025

    6⁴ მუხლის მე-2 პუნქტში ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის 2 000 ლარიანი ჯარიმა ახლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოკითხვას ან მის შუამდგომლობაზე მაგისტრატთან დაკითხვას უკავშირდება; ტექსტში ასევე დაემატა თავი III-ის სათაური „გრანტის დაბეგვრა“.

  3. 6⁴ მუხლი აწესებს ჯარიმას გრანტის თანხმობის გარეშე მიღებისთვის (ორმაგი ოდენობა) და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის (2 000 ლარი), განმეორებისას გაორმაგებით და 6-წლიანი ხანდაზმულობით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
319¹26¹165²²165¹⁶165¹⁵46¹5²5¹3210⁵8186⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსგრანტების შესახებსაქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…უცხოეთის აგენტების რეგ…სახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა