Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგრანტების შესახებმუხლი 4

გრანტების შესახებ

მუხლი 4. გრანტის მიმღები

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:გრანტის შესაბამისობაჰუმანიტარული სამართალიდაფუძნებაარასამთავრობო ორგანიზაციის დაცვაფანდრაიზინგისაკვები და სასმელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

გრანტის მიმღები შეიძლება იყოს: ა)  საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით; ბ) საქართვე ლოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სახით; გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი; დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება; დ 1 ) სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას; ე) საჯარო სამარ თლის იურიდიული პირი; ვ) საქართველოს მოქალაქე ; ვ 1 ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი; ვ 2 ) უცხო ქვეყნის მოქალაქე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების მიზნებისთვის; ვ 3 ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული და რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი; ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ; თ) საერთაშორისო ორგანიზაცია , სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; ი) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი; ი 1 ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში; ი 2 ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში; კ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3293); ლ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1281); მ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საწესდებო მიზნების განსახორციელებლად მიღებული გრანტის შემთხვევაში. საქართველოს 2006 წლის 22 დეკემბრის კანონი №3974-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.341 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3566-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.298 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4996 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6172 - ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №819 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1047 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2642 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი №3615 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5502 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №103 - ვებგვერდი, 27.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1114 - ვებგვერდი, 10.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ნოემბრის კანონი №1394 - ვებგვერდი, 08.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2477 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3293 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4240 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4589 – ვებგვერდი, 08.05.2019 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6892 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2987 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1281 – ვებგვერდი, 18.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1827 – ვებგვერდი, 30.06.2026წ. თავი II გრანტის გაცემის საერთო პრინციპები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 30 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 22

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 ივნ. 2026

    მე-4 მუხლს დაემატა „მ“ ქვეპუნქტი, რომლითაც გრანტის მიმღებთა წრეში შევიდა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საწესდებო მიზნებისთვის მიღებული გრანტის შემთხვევაში.

  2. 15 აპრ. 2026
  3. 4 მარ. 2026

    მე-4 მუხლში გრანტის მიმღებთა ჩამონათვალს დაემატა „დ¹“ ქვეპუნქტი — სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.

  4. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულია, რის გამოც საქართველოს ბიზნესომბუდსმენი გრანტის მიმღებთა ჩამონათვალიდან გავიდა; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.

  5. 12 ივნ. 2025
  6. 16 აპრ. 2025
  7. 13 ივნ. 2023

    მე-4 მუხლს დაემატა „ი²“ ქვეპუნქტი, რომლითაც გრანტის მიმღებთა წრეში შევიდა საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ამ ფონდის მიერ სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში.

  8. 28 ივლ. 2020

    მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში გრანტის მიმღებთა ჩამონათვალი ახლებურად არის ჩამოყალიბებული: სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ჩამონათვალიდან გავიდა.

  9. 10 მაი. 2019· გამოქვეყნდა 9 აგვ. 2018

    მე-4 მუხლში ამოღებულია „კ“ ქვეპუნქტი — პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გრანტის მიმღებთა ჩამონათვალში აღარ არის; „ლ“ ქვეპუნქტი უცვლელია.

  10. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 21 ივნ. 2018
  11. 8 დეკ. 2017

    მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში გრანტის მიმღებთა წრეს დაემატა ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო.

  12. 10 ივლ. 2017

    მე-4 მუხლის „ვ²“ ქვეპუნქტში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას დაემატა სიტყვა „საქართველოს“. უცხო ქვეყნის მოქალაქის გრანტის მიმღებად ყოფნის წესი ამ ფონდის საგრანტო კონკურსის მიზნებისთვის სხვაგვარად არ შეცვლილა.

  13. 27 დეკ. 2016

    მე-4 მუხლს დაემატა „ვ²“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით გრანტის მიმღები შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების მიზნებისთვის.

  14. 12 ივლ. 2016

    მე-4 მუხლის გრანტის მიმღებთა ჩამონათვალს დაემატა „ი¹“ ქვეპუნქტი საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის შესახებ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში.

  15. 4 ივნ. 2015

    მე-4 მუხლში, გრანტის მიმღებთა ჩამონათვალში, დაემატა „ლ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.

  16. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 18 აგვ. 2014

    მე-4 მუხლის მიმღებთა ჩამონათვალს „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „კ“ ქვეპუნქტი, რომელიც გრანტის მიმღებად ასახელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს.

  17. 23 სექ. 2013

    მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში სახელმწიფოს სახელით გრანტის მიმღები ორგანოს (ორგანიზაციის) უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრია; „ბ“ ქვეპუნქტი უცვლელია.

  18. 5 აგვ. 2013

    მე-4 მუხლში გრანტის მიმღებთა ჩამონათვალს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი.

  19. 29 მაი. 2012

    მე-4 მუხლს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი, რომლითაც გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საერთაშორისო ორგანიზაცია ან სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი.

  20. 15 ივლ. 2011

    მე-4 მუხლში დაემატა „ვ 1 )“ ქვეპუნქტი, რომლითაც გრანტის მიმღებთა წრე გაფართოვდა პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირით.

  21. 4 აგვ. 2010

    მე-4 მუხლში გრანტის მიმღებთა ჩამონათვალს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც გრანტის მიმღები შეიძლება იყოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

  22. 22 დეკ. 2006

    მე-4 მუხლში მიმღებთა ჩამონათვალს დაემატა საქართველოს მთავრობა (ბ) ქვეპუნქტი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირი (ე) ქვეპუნქტი); სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოს ფორმულირება და არასამეწარმეო პირის განსაზღვრება შეიცვალა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არაკომერციული ორგანიზაციების სამართალისერვისის გვერდი
  • საადვოკატო (უფლებადაცვითი) ორგანიზაციის დაფუძნებასერვისის გვერდი
  • საგანგებო სიტუაციების სამართლებრივი მხარდაჭერასერვისის გვერდი
  • საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალის დაფუძნებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №39

  • 22 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2026
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 25 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 319¹მუხლი 2მუხლი 5მუხლი 5¹მუხლი 6⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გრანტების შესახებ

  • 3გრანტის გამცემი
  • 5²ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 −1 6 პუნქტებით გათვალისწინებული გრანტების გაცემის წესი
  • 2გრანტი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ

  • 4საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების წესი

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 15¹საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამეცნიერო ფონდები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 100მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღება და გრანტის მიღება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 83სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტი

მაუწყებლობის შესახებ

  • 37მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 60სესხის გამცემი და სესხის მიმღები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 319¹„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან უცხოელთან არამართლზომიერი თანამშრომლობა

თავდაცვის კოდექსი

  • 169სახელმწიფოს უფლებამოსილებები მოხალისეობასთან დაკავშირებით

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 9საქსტატის დაფინანსების წყაროები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
319¹15¹255¹6⁴35²833760100491694
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…გრანტების შესახებსაქართველოს სახელმწიფო…მეცნიერების, ტექნოლოგი…ადგილობრივი თვითმმართვ…უმაღლესი განათლების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026