1.იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.
2.თუ პირს, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.
3.საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, საკმარისია, თუ მეორე კანონიერი წარმომადგენელი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა.
4.იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.
5.იმ პირზე, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ კანონის მე-20 მუხლის 2 3 –2 5 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.
6.დაუშვებელია იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, ემიგრაცია მისი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვის და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3396 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს პარლამენტის თავ მ ჯდომარე
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი, 1993 წლის 7 დეკემბერი.
№354
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.2. თუ პირს, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, საკმარისია, თუ მეორე კანონიერი წარმომადგენელი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა.4. იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.5. იმ პირზე, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ კანონის მე-20 მუხლის 2 3 –2 5 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.6. დაუშვებელია იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, ემიგრაცია მისი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვის და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე.საქართველოს2015წლის20მარტისკანონი№3396 –ვებგვერდი, 31.03.2015წ.საქართველოს პარლამენტის თავ მ ჯდომარესახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.თბილისი, 1993 წლის 7 დეკემბერი.№354
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №20 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
11 ნოე. 1997 – 1 აპრ. 2015მუხლი კანონში არ იყო
… – 11 ნოე. 1997ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.